კომპანია Microsoft-მა ოფიციალურად წარმოადგინა Windows 10 Fall Creators Update, რომელიც 2017 წლის მაისიდან მუშავდება და 17 ოქტომბრიდან ყველასთვის ხელმისწავდომი გახდა. მანამდე საოპერაციოს სიტემის სატესტო ვერსიები ხელმისაწვდომი იყო Insider პროგრამის ფარგლებში.

განახლების მიღება შესაძლებელია ავტომატური განახლების სიტემით. განახლების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას კომპიუტერის გადატვირთვის მოთხოვნი, რის შემდეგაც Fall Creators Update წარსდგება თქვენს წინაშე.

მათთვის ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია ეს შეტყობინება და განახლებების ცენტრშიც ვერ ახერხებს ახალ ვერსიაზე გადასვლას შესაძლებელია ხელით ჩამოტვირთოთ საოპერაციო სისტემის განახლება შემდეგი საიტიდან.

ისევე, როგორც წინა განახლება ახალშიც მხარდაჭერილია შერეული რეალობის მოწყობილობები Windows Mixed Reality, რომლებსაც აწარმოებს კომპანიები Acer, Asus, Dell, HP, Lenovo და Samsung. გარნიტურების მიერთებისას მომხმარებელი შეძლებს გაუშვას თამაშები და გამოიყენოს დამატებითი რეალობის აპლიკაციები.

Mixed Reality Viewer აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ რეალურ სამყაროში ვირტუალური 3D ობიექტები ჩასვათ ან შექმნათ საკუთარი Paint 3D-ის საშუალებით.

Photos აპლიკაციში დაემატა ინსტრუმენტები გამოსახულებაზე გარკვეული ფილტრების, ტექსტის და 3D ეფექტების დადებისთვის. ასევე მომხამრებლები შეძლებენ შექმნან და შეცვალონ ვიდეო რგოლები და ფოტოგრაფიები მუსიკისა და სხვა და სხვა ეფექტების გამოყენებით.

კონტაქტების მართვა My People ახალი ფუნქციონალით აღჭურვა და ახლა უკვე შეიძლება კონტაქტების ამოცანათა პანელზე მიმაგრება და უკვე სწრაფად დაკონტაქტება Skype-ის და სხვა აქტიური არხების საშუალებით.

Edge ბრაუზერში ახლა უკვე მინაწერების გაკეთება PDF ფაილებზე და ელექტრონულ წიგნებზეც არის შესაძლებელი Surface Pen-ის საშუალებით. ასევე შეიძლება რჩეული საიტების ამოანათა პანელზე მიმაგრება მათზე სწრაფად გადასვლისთვის. გარდა ამისა Edge-მა მიიღო სრულეკრანიანი რეჟიმის მხარდაჭერა.

Windows 10 Fall Creators Update-ში კომპანიამ დააბრუნა OneDrive აპლიკაციაში ფაილების ღრუბლიდან წიანსწარი დათვალიერება. ფუნქცია OneDrive Files On Demand საშუალებას იძლევა ფაილები სრული სინქრონიზაციის გარეშე გამოვიყენოთ.

განახლებაში Fall Creators Update ხემისაწვდომი გახდა Fluent Design System, რომელიც საშუალებას იძლევა სხვა და სხვა მოწყობილობებისთვის ადამპტირებადი სამომხმარებლო ინტერფეისები შეიქმნას. ახალ ვერსიაში ჯერ მხოლოდ რამდენიმე ელემეტნი გამოიყენება ახალი დიზაინის ენით. Fulent Design-ის პრინციპებზე აეწყო ახალი შეტყობინებების ცენტრი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here