კომპანია Intel-მა გამოუშვა რამდენიმა პატჩი Linux საოპერაციო სისტემისათვის, რომლებიც USB 4 სტანდარტის მხარდაჭერას უყრუნველყოფს.

USB 4 სპეციფიკაცია უკვე დაამტკიცა USB Implementers Forum-მა სექტემბერში. ახალი ვერსია უზურუნველყობს 40 გიგაბიტამდე გამტარობას და უკუთავსებადობას Thunderbolt 3-სა და USB Type-C პორტებთან.

Phoronix-ის ინფორმაცით 22 პატჩი USB 4-ის დანერგვის საშუალებას იძლევა და მათში გამოიყენება ადრე რეალიზებული კოდი, რომელიც Thunderbolt მოწყობილობებს ამუშავებს.

ჯერ-ჯერობით უმთავრესი პრობლემაა ენერგიის გადანაწილება და მართვა. ამავდროულად კოდში უკვე არის DisplayPort, PCIe და USB 3.x. ტუნელირების მხარდაჭერა. გარდა ამის უნდა მოხდეს P2P ქსელებისა და სხვა ფუნდამენტური კომპონენტების რეალიზაცია.

მას შემდეგ რაც Intel დაასრულებს ყველა კომპონენტის რეალიზაცია ის შეძლებს ახალი ბირთვის ახალი ვერსიის დასამტკიცებლად წარდგენას საოზგადოებისთვის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here