როცა ახალი ციცქნა სამაგიდო კომპიუტერის ყიდვის დრო დგება საუკეთესო არჩევანი Intel-ის NUC მოწყობილობებია. ეს არის პატარა კომპიუტერები, რომლებიც სულ ახლახან განაახლა Intel-მა და მისი მე-7 თაობის სამაგიდო პროცესორებითა და Thunderbolt პორტებით აღჭურვა.

მოკლედ ხუთი ახალი მოდელი მივიღეთ, რომლეთაგან ორი ახალ Core i3 სამაგიდო პროცესორზე და ორი Core i5 ჩიპზე მუშაობს. კიდევ ერთ მოდელი Core i7 პორცესორით იქნება. ასევე არის ორი განსხვავებული ქეისის ზომა, 2.5 დიუმიანი SATA მოწყობილობებისთვის და უფრო მოკლე PCI Express SSD ბარათებისთვის.

Intel-ის NUC-ებს მდიდარი კომუნიკაციები აქვს. ყველა მოდელს ოთხი USB 3.0 პორტი, Ethernet, HDMI და აუდიო გასართები აქვს. რა თქმა უნდა microSD ბარათების სლოტი და Thunderbolt 3.0 შესაძლებლობების მქონა USB-C პორტი. ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურება და უცნობი მხოლოდ სიახლის ფასებია ჯერ-ჯერობით.

წინა სტატიახელოვნური ინტელექტის 2016 წლის 16 მიღწევა
შემდეგი სტატიაLenovo-მ ახალი სათამაშო ნოუთბუქების სერია Legon წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი