წარმოიდგინეთ თქვენი ოცნების ნოუთბუქი, რომელსაც სრულიად მეტალის კორპუსი აქვს, არის ძალიან თხელი, მსუბუქი და აკუმლატორით 12 საათი შეუძლია მუშაობა. ასეთი ფიზიკური მონაცემები, რა თქმა უნდა აპარატული შესაძლებლობების კომპრომისის ხარჯზე მიიღწევა. თუმცა უფრო მძიმე შემთხვევებიც გვხვდება როცა MacBookPro ან iMac-ზე, რომელსაც დისკრეტული ვიდეო დაფაც კი აქვს უბრალოდ არ არის თანამედროვე პოპულარული თამაშების მხარდაჭერა. მოკლედ კომპანია NVIDIA-ს ახალი პროდუქტი GeForce Now სწორედაც, რომ თამაშების ვირტუალიზაციას ახდენს ღრუბელში, რომელსაც მერე სტრიმინგის საშუალებით გაუშვებს თქვენს ეკრანზე.

რა თქმა უნდა Witcher 3-ის კლასის თამაშის ღრუბელში გაშვება და შემდგომში მისი სტრიმინგი ლეპტოპზე ადვილი საქმე არ არის, მაგრამ NVIDIA ამ ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს. იმდენად კარგად, რომ ფაქტიურად არც კი იგრძნობა კადრის ან კონტროლერზე რეაქციის დაგვიანება და სტრიმინგის ხარისხშიც არანაირი არტეფაქტები და მუხრუჭები არ შეიმჩნევა. გამოდის, რომ GeForce Go იდეალური ღრუბლოვანი გეიმინგის პლატფორმა გახდება, რომელსაც ნებისმიერი თამაშის ნებისმიერ მოწყობილობაზე გაშვება შეუძლია.

ერთადერთი პრობლემა რაც სიახლეს აქვს სერვისის ღირებულებაა, რომელიც 25 დოლარს შეადგენს 10 საათი სათამაშო დროის სანაცვლოდ. როგორც ჩანს კომპანია ჯერ-ჯერობით არ ფიქრობს სერვისი ყვლასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რადგანაც მისით რეგულარულად სარგებლობას ნამდვილად ჯობია GeForce 1080-ის და მძლავრი სათამაშო პერსონალური კომპიუტერის აწყობა. გადაწყვეტილებით აქტიურად ისარგებლებენ გეიმერები, რომლებსაც მოგზაურობისას არ შეუძლიათ თან წაიღონ მძლავრი კომპიუტერები ან ისინი ვისაც ძალიან ანტერესებს თამაშის ნახვა, მაგრამ კომპიუტერი არ აძლევს მისი სრული მონაცემებით გაშვების საშუალებას.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here