Nvidia Titan X – ტოპ ვიდეო ბარათი 1200 დოლარად

635

ცუდი სიახლე მათთვის ვინც იყიდეთ Nvidia GTX 1080 იმისთვის რომ ყველაზე სწრაფი გეიმინგ კომპიუტერი გქონოდათ, რადგანაც NVIDIA-მ გამოუშვა უახლესი Titan X, გრაფიკული ბარათი 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, 3584 ბირთვით 1.53 გიგაჰერცზე და მას 11 ტერაფლოპსი წარმადობა აქვს.

Titan X ბაზირეულია კომპანიის ახალ Pascal P102 გრაფიკულ ჩიპზე, რომელსაც 12 მილიარდი ტრანსიტორი აქვს და 250 ვატ ენერგიას მოიხმარს, რაც 40%-ით მეტია ვიდრე GTX 1080. მოწყობილობას აქვს DisplayPort 1.4, HDMI 2.0b და DL-DVI პროტები. NVIDIA-მ ბოლო ორი თვის განმავლობაში 4 პროდუქტი წარმოადგინა (GTX 1060, 1070, 1080 და Titan X) რაც ძალიან მაღალი აქტივობაა კომპანიის მხრიდან. სიახლე გაყიდვაში ა.შ.შ-სა და ევროპაში 2 აგვისტოდან გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის საიტზე და რჩეული ბრენდებისგან.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here