CES 2019-ზე კომპანია NVIDIA-მ წარმოადგინა ვიდეო ბარათი RTX 2060, რომელიც უახლეს Turing არქიტექტურაზეა დაფუძნებული. ახალი ბარათი 349$ ეღირება, ხოლო წარმადობით GeForce 1070-ზე უკეთესი იქნება, რაც ძალიან მომგებიანი არჩევანია 20xx ბარათების სერიებთან შედარებით. გაფიკული ჩიპი ხელმისაწვდომი 15 იანვრიდან იქნება.

ბარათის წარმადობა 52 ტერაფლოპსი იქნება, მას 5 გიგარეის დამუშავება შეეძლება წამში და 6 გიგაბაიტიანი კადრების ბუფერი ექნება. Nvidia გვპირდება, რომ 2060 მოგვცემს წარმადობის მოგებას, რომელიც 2-ჯერ მეტი იქნება 1070Ti-თან შედარებით.


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here