კომპანიამ ASUS-მა NVIDIA-თან ერთად CES 2020-ზე 24,5 დიუმიანი მონიტორი წარმოადგინეს, რომელსაც რეკორდული სიხშირე აქვს. მოდელი G-SYNC ადაპტირებადი სინქრონიზაციით პირველ რიგში განკუთვნილია პროფესიონალი კიბერსპორტსმენებისთვის.

ASUS ROG Swift 360 Hz გახდება პრიველი მონიტორი G-SYNC Esports – 360 ჰერცი სისხშირით, რაც 6-ჯერ მეტია სამომხმარებლო ეკრანების მონაცემებზე. უჩარჩოო მონიტორს 1920×1080-ზე გარჩევადობა აქვს და AU Optronics-ის LCD მატრიცის ბაზაზეა შექმნილი.

ვენდორი გვპირდება, რომ საგრძნობლად შემცირდება ბლარი და კადრების გაშვების შეყოვნებაც. NVIDIA-ს G-SYNC ტექნოლოგიით ძალიან ბევრი პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, რომელთა შორის 88 დიუმიანი პანელებიცაა. დადასტურდა მონიტორების მხარდაჭერა AMD-ს ვიდეობარათებთან და სათამაშო კონსოლებთან.

ASUS ROG Swift 360-ის ფასი მოგვიანებით იქნება ცნობილი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი