კომპანია Nvidia-მ წარმოადგინა ვიდეო ბარათების ახალი სერია, რომელიც ახალ Ampere ჩიპზეა დაფუძნებული. როგორც მოსალოდნელი. სერიის ფლაგმანი, რა თქმა უნდა GeForce RTX 3080 გახდა, როცა RTX 3090 ახალი Titan-ია, თუმცა ახალ სერიაში Titan დასახელების მქონე პროდუქტი არ გამოსულა. ამიტომაც RTX 3090-შ გვთავაზობენ მეხსიერების გიგანტურ მოცულობას, რა თქმა უნდა გიგანტურ ფასად. Nvidia გვარწმუნებს, რმ RTX 3090 პირველი ვიდეო ბარათია, რომელსაც თამაშების 8K გარჩევადობით გაშვება შეუძლია.

რა ვიხილეთ პრეზენტაციაზე? GeForce RTX 3080-ს აქვს 28 მილიარდი ტრანზისტორიანი გრაფიკული პროცეოსრი. წარმოადობა კომპანიამ სამ კლასად დაყო: შეიდერები, RT და ტენზორები. აღნიშნულ შემთხვევაში მაჩვენებლები შესაბამისად შემდეგნაირია: 30, 58 და 238 ტერაფლოპსი. ბარათს 10 გიგაბაიტი GDDR6X მეხსიერება აქვს. Nvidia-ს მიერ ჩატარებული ტესტებით RTX 3080 ორჯერ უფრო სწრაფია RTX 2080-ზე. RTX 3080 იქნება 1.5-ჯერ უფრო მძლავდრი ვიდრე RTX 2080 Ti და მისი ფასია $700.

ფასი/წარმადობის თვალსაზრისით უფრო შთამბეჭდავია RTX 3070, რომლის ფასიც $500 და ისიც RTX 2080 Ti-ზე სწრაფია.

რაც შეეხება RTX 3090, მისი წარმაოდობა წინა თაობის ბარათებთან შედარებით უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის RTX 3080-ზე 20-30%-ით მეტ წარმადობას მოგვცემს. მართალია მისი ფასიდან გამომდინარე მომხმარებლების არჩევანი დიდწილად უმცროს მოდელებზე შეჩერდება.

პარამეტრებიGeForce RTX 3090GeForce RTX 3080GeForce RTX 3070
CUDA ბირთვები10 49687045888
სიხშირე (გჰც.)1,71,711,73
მეხსიერება, (გბ.)24108
მეხსიერების სალტე (ბიტი)384320256
TDP (ვტ)350320220
სიგრძე (მმ)313285242
წარმადობა შეიდერები/RT/ტენზორები (ტერაფლოპსი)36/69/28530/58/23820/40/163
ფასი ($)1500700500

გრაფიკულ პროცესორებს კომპანია Samsung აწარმოებს 8 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით.

გაყიდვაში პირველი GeForce RTX 3080 გამოვა და ის 17 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. მოგვიანებით 24 სექტემბერს გამოვა RTX 3090, ხოლო RTX 3070-ის გაყიდვები ოქტომბერში აიღებს სტარტს.

პრეზენტაციის სრული ვიდეო ჩანაწერი:

წინა სტატიაXiaomi-მ მე-3 თაობის ეკრანქვეშა კამერა შექმნა
შემდეგი სტატიაIntel-მა მე-11 თაობის Tiger Lake მობილური Core პროცესორები წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი