Nvidia-მ წარმოადგინა ახალი აპლიკაცია, რომელშიც GeForce Experience, RTX Experience და Nvidia Control Panel-ის ფუნქციონალი ერთიანდება. პროდუქტი ბეტა ტესტირების სტადიაზეა.

უმთავრესი სიახლე ის არის, რომ კომპანიამ გააერთიანა სამი უტილიტა ერთში, რომ მომხმარებელს გაუმარტივოს ვიდეო ამაჩქარებლის ფუნქცინალით სარგებლობა.

დამატებულია წარმადობის “ოვერლეის” გამოსახვის ფუნცია სადაც პარამეტრებიდან მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს თუ რა ტექნიკური მაჩვენებლები გამოიტანოს მასზე.

ოვერლეი გადამუშავებულია და შეუძლია უფრო მეტი ინფორმაციის გამოტანა ვიდრე აქამდე.

აპლიკაცია აჩვენებს უფრო დეტალურ ინფორმაციას დრაივერების განახლების შესახებ.

შესაძლებელი გახდა120FPS ვიდეოს ჩაწერა

დამატებულია ფილტრებსი RTX Dynamic Vibrance და RTX HDR. პირველი აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს, ხოლო მეორე HDR რეჟიმს ააქტიურებს თამაშებში, რომლებსაც ამის მხარდაჭერა არა აქვთ.

თქვენ უკვე შეგიძლიათ გადმოიწეროთ და დააყენოთ აპლიკაციის ბეტა ვერსია. რელიზის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

წინა სტატიაფილ შილერი განმარტავს, თუ რატომ არის მესამე მხარის აპლიკაციების მაღაზიები “საშიში iPhone მფლობელებისთვის”
შემდეგი სტატიაiPhone 16-მა შესაძლოა ახალი დიზაინი მიიღოს ოვალური კამერით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი