ახალი SHILED TV გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც დაბალი ხარისხსის გამოსახულების 4K გარჩევადობამდე გაუმჯობესება შეუძლია.

SHIEDL TV – ეს არის სეტ-ტოპ-ბოქსი, რომელიც ჩვეულებრივ ტელევიზორს უერთდება და მდიდარ მულტიმედიურ და სათამაშო ფუნქციონალს გვთავაზობს. პირველად ის 5 წლის წინ წარმოადგინეს და მისი განახლება ძალიან დროულად მოხდა. სისტემა Tegra X1+ პროცესორზე მუშაობს, რომელიც 25%-ით მძლავრია წინამორბედზე. მოწყობილობას მართავს Android საოპერაციო სისტემა და მასზე რა თქმა უნდა Google Play სერვისებია ხელმისაწვდომი.

მონაცემებიNVIDIA SHIELD TV 2019NVIDIA SHIELD TV 2019 ProNVIDIA SHIELD TV 2017
პროცესორიTegra X1+Tegra X1+Tegra X1
ტექპროცესი16 ნმ16 ნმ28 ნმ
ოპერატიული მეხსიერება2 გბ3 გბ3 გბ
შიდა მეხსიერება8 გბ16 გბ16 გბ
ღრუბლოვანი სერვისებიGeForce NowGeForce NowGeForce Now
ხარისხის გაზრდა ნეიროქსელური აფსქეილი ნეიროქსელური აფსქეილიბიკუბიკური გადიდება
კომპლექტაციაპულტი, განათებითხმოვანი მართვით.
კვების ბლოკი
პულტი, განათებითხმოვანი მართვით.
კვების ბლოკი
პულტი
კვების ბლოკი

SHIELD-ის მნიშვნელოვან ახალ ფუნქციონალში შედის, Dolby Atmos და Dolby Vision ტექნოლოგიები, განახლებული დიზაინი და მართვა, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც 720p ვიდეოს 4K-მდე გადიდებისას ხარისხის პრობლემებს თითქმის აგვარებს. არის ორი ვარიანტი – ჩვეულებრივი და Pro, რომელიც გეიმერებისთვისაა განკუთვნილი დამატებითი გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით.

მოწყობილობა 149-159 დოლარი ეღირება, ხოლო პრო ვერსია 199-210 დოლარის ფარგლებში იქნება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here