CES 2017-ზე  NVIDIA Shield-ის ახალი თაობის კონსოლი გამოვიდა, რომელსაც 4K HDR-ის გაშვება შეუძლია. კონსოლს პულტი და ჯოსიტიკი მოყვება და მისი წინასწარ შეკვეთა 199 დოლარად არის შესაძლებელი.

NVIDIA ამბობს, რომ მისი ახალი Shield TV სამჯერ უფრო მძლავრია ნებისმიერ სხვა სტრიმინგ მოწყობილობაზე, რაც დღეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი. კონსოლი იმართება Android TV საოპერაციო სისტემით და წვდომა აქვს Netflix, Google Play Movies და Vudu-ს 4K კონტენტზე. სიახლეა Amazon-ის 4K HDR ვიდეოს მხარდაჭერაც, რაც Android ბოქსებზე იშვიათობაა. კომპანია ასევე ამბობს, რომ ძველი თაობის Shield მოწყობილობებიც მიიღებენ ახალ ფუნქციონალს პროგრამლი განახლების სახით, რომელიც იანვრის განმავლობაშია დაგეგმილი.

ვიდეო კონტენტის გარდა Shield TV უფრო ჭკვიანი გახდა, რაც Google Assistant-ის დამსახურებაა, რითაც თქვენი კონსოლის ხმოვანი ბრძანებებით მართვას შეძლებთ. სპეციალური მიკროფონის NVIDIDIA Sport-ის საშუალებით ნებისმიერი ოთახიდან შეძლებთ ვირტუალური ასისტენტით სარგებლობას, რომელიც სახლში განთავსებული ნებისმერი ჭკვიანი მოწყობილობის მართვას განახორციელებს.

Shield TV-ის პოზიციონირება როგორც მხოლოდ სტრიმინგ ბოქსი არასწორი იქნება, რადგანაც მას ათასზე მატი თამაშის მხარდაჭერა აქვს. Nvidia ამბობს, რომ Ubisoft-ის ახალი თამაშები ერთდროულად PC-ზე და Shield-ზე გამოვა. Nvidia-მ ასევე გამოუშვა Steam-ის აპლიკაცია Play Store-ში, რომელიც გეიმერებს თავიანთი თამაშების პერსონალური კომპიუტერიდან ტელევიზორის ეკრანზე გაშვების საშუალებას მისცემს.

Shield TV მართლაც ლიდერია მედია სტრიმერებს შორის და მისი ფასიც სწორედ ამაზე მიუთითებს. მათთვის ვისაც უფრო მეტი ფუნქციონალი აინტერესებს შეუძლიათ იყიდონ Shield Pro, რომელსაც კონტროლერი, მიკროფონიანი და ყურსასმენბის ჯეკიანი პულტი, 500 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს და სავარაუდოდ 100 დოლარით უფრო ძვირი ეღირება.

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ NVIDIA Shield-ის წარდგენის კადრები CES2017-დან

წინა სტატიაAsus-მა ახალი ზემსუბუქი 14 დიუმიანი ბიზნეს ლეპტოპი გამოუშვა
შემდეგი სტატიაGeForce Now ნებისმიერი თამაშს გაუშვებს თქვენს კომპიუტერზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი