ცნობილი გახდა, რომ SES S.A. (Euronext Paris და Luxembourg-ის საფონდო ბირჟა: SESG), მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორი და მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Tomorrowland ითანამშრომლებენ, რის საფუძველზეც მოხდება ფესტივალის მთავარი ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ბელგიიდან HD ხარისხით 7 სხვადასხვა ქვეყანაში.

მუსიკალური ფესტივალი Tomorrowland-ი, რომლის წლევანდელი თემაა UNITE (გაერთიანება), 180 000 მსმენელს ელოდება ბუმში, ბელგიაში, 22-24 ივლისს. ღონისძიება ერთდროულად შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში იქნება ნაჩვენები, ესენია: მექსიკა, ინდოეთი, იაპონია, კოლუმბია, გერმანია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ისრაელი. აღნიშნული კონცეფცია შარშან შემუშავდა და პირდაპირი მაუწყებლობა მუმბაიდან და მეხიკოდან განხორციელდა.

„სატელიტი საუკეთესო საშუალებაა ღონისძიებების მაღალი ხარისხით პირდაპირ ეთერში გასაშუქებლად“, – აღნიშნავს ლორენ პეტიტი, SES-ის ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტი – “მოხარულები ვართ Tomorrowland-თან თანამშრომლობით. ამით საშუალებას ვაძლევთ ათასობით მელომანს მსოფლიოს მასშტაბით უნიკალურ ფესტივალს ადევნოს თვალი და გახდეს ამ საოცარი სანახაობის მონაწილე სახლიდან გაუსვლელად.“

ფესტივალის საუკეთესო მომენტების ამსახველი ვიდეო მასალა ულტრა მაღალი გარჩევადობის ფორმატში ხელმისაწვდომი იქნება SES-ის Ultra HD საცდელი არხების მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით შემდეგ ბმულს: http://www.ses.com/tomorrowland

წინა სტატიასაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე მორიგი ფაბლაბი გაიხსნება
შემდეგი სტატიაNvidia Titan X – ტოპ ვიდეო ბარათი 1200 დოლარად

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი