გამოვიდა Nokia-ს პირველი Android სმარტფონი

981

ბრენდის ახალმა მფლობელმა Nokia-ს პირველი Android სმარტფონი წარმოადგინა, თუმცა არის ერთი პრობლემა: ის მხოლოდ ჩინათში გაიყიდება. ფინურმა კომპანიამ HMD Global-მა Nokia 6 გამოუშვა, რომელიც LTE სმარტფონია Android Nougat საოპერაციო სისტემით. ტელეფონს 5.5 დიუმიანი HD ეკრანი, 16 მეგაპიქსელიანი მთავარი და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს. სიახლეს Snapdragon 430 პროცესორი, 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს.

როგორც მწარმოებელი ამბობს Nokia 6-ის მხოლოდ ჩინურ ბაზარზე გამოსვლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო ბრენდის წარმატებისთვის. კომპანიას არ დაუკონკრეტებია გაყიდვების დასაწყისი თუმცა ცნობილი გახდა ფასი რომელიც 1,699 იუანია (246 დოლარი).

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here