CES 2017-ზე Lenovo-მ ახალი სუბბრენდი Legion გაუშვა. მისი სახელით გეიმერული მოწყობილობები გამოვა. პირველი მოწყობილობები კი Lenovo Legion Y720 და Y520 ნოუთბუქებია.

ორივე ნოუთბუქი მე-7 თაობის Intel Core i7 პროცესორებითაა აღჭურვილი და რა თქმა უნდა NVIDIA-ს მე-10 სერიის დისკრეტული ვიდეობარათები აქვთ. ამის გარდა მოწყობილობას აქვს 16 გიგაბაიტამდე DDR4 ოპერატიული მეხსიერება. მონაცემების გადასაცემად გამოიყენება Thunderbolt 3 და USB Type-C გასართები.

Legion Y720 აქვს IPS ეკრანი 3840×2160 პიქსელით. ეკრანს არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი აქვს და მისი გამოყენება თითქმის ნებისმიერ გარემოში იქნება შესაძლებელი. NVIDIA GeForce GTX 1060 სერიოზულ გრაფიკულ წარმადობას უზრუნველყოფს. ლეპტოპს მოცულობითი ჟღერადობის მქონე Dolby Atmos აკუსტიკური სისტემა აქვს და ეს პირველი ლეპტოპია Windows პლატფორმაზე, რომელსაც მისი მხარდაჭერა აქვს. Xbox One Wireless მიმღებს შეუძლია Xbox One-ის ოთხი კონტროლერის მიერთება. დამატებითი ოფციის სახით შეიძლება კლავიატურის RGB ქვეგანათების შეკვეთაც.

Legion Y520-ის მონაცემები უფრო სუსტია, რადგანაც მას NVIDIA GeForce GTX 1050 Ti აქვს, ხოლო დანარჩენი პარამეტრები მოდიფიკაციას ექვემდებარება. 2 ვატი სიმძლავრის Harman-ის დინამიკებს Dolby Audio Premium-ის მხარდაჭერა აქვს მხოლოდ. ასევე შესაძლებელია კლავიატურის ღია წითლი ქვეგანათების შეკვეთაც.

ორივე მოწყობილობას აქვს Windows 10 Home საოპერაციო სისტემა და Y50 გაყიდვაში თებერვალში 899 დოლარად შემოვა. უფროსი მოდელი მოგვიანებით აპრილში გამოვა და მისი ფასი 1399 დოლარი იქნება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here