CES2017-ზე Asus-მა ახალი პრემიუმ კლასის 14 დიუმიანი ბიზნეს ნოუთბუქი გამოუშვა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსუბუქია, ის მხოლოდ 1 კილოგრამს იწონის. ის უფრო მსუბუქია ვიდრე Lenovos-ს 2017 წლის ThnikPad X1 Carbon, რომელიც 1.1 კილოგრამს იწონის.

რატომ არის AsusPro B9440 ბიზნეს ნოუთბუქი? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ის შესრულებულია მაგნიუმის შენადნობის კორპუსში, რაც მის სიმსუბუქეს და სიმყარეს განაპირობებს. Asus-მა სიახლე ახალი წყლისგან დაცული კლავიატურით აღჭურვა, რომელიც მას ზედაპირზე მოხვედრილი მცირე რაოდენობის სითხისგან დაიცავს.

რა თქმა უდნა ნოუთბუქს სერიოზული ტექნიკური მონაცემებიც აქვს. მოწყობილობის შეკვეთა შესაძლებელია 8 ან 16 გიგაბაიტი LPDDR3 ოპერატიული მეხსიერებით. რაც შეეხება საცავს ის 512 გიგაბაიტი M.2 SSD ბარათით არის შეზღუდული. ლეპტოპს Full HD ეკრანი და თითის ანაბეჭდების სენსორი აქვს.

AussPro B9440 ხელმისაწვდომი მაისიდან იქნება და მისი ფასი 999 დოლარს შეადგენს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here