ჭორები დადასტურდა: Motorola-ს მართლა აქვს ბიუჯეტური სმარტფონების წყვილი თაროზე და მათ Moto C და Moto C Plus ქვია. როგორც მოსალოდნელი იყო მწარმოებელმა ისინი “შენი პირველი სმარტფონი”-ს კატეგორიას მიაკუთვნა და განვითარებად ქვეყნებზეა გათვლილი. სპეციფიკაციები, რომლებმაც ადრე გაჟონა საკმაოდ ზუსტი აღმოჩნდა.

ორივე ჰენდსეტს 2 მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს, ხოლო Moto C-ს მთავარი სენსორი 5 მეგაპიქსელიანი. C Plus-ის სენსორი უფრო მძლავრია და 8 მეგაპიქსელიანია და უფრო მძლავრი 4,000 მილიამპერიანი ბატაერა აქვს განსხვავებით 2,350-ისა, რომლითაც უმცროსი მოდელია აღჭურვილი. გარდა ამისა Moto C Plus-ს უფრო დიდი ეკრანი აქვს და ორჯერ მეტი 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს.

null

C Plus ორ-სიმბარათიანი ტელეფონია და აზიის, ევროპის და ლათინური ამერიკის ბაზრებზე გამოჩნდება გაზაფხულის ბოლომდე. Moto-ს პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ 3G Moto C – 8 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით მხოლოდ 89 ევრო ეღირება, ხოლო 4G-ით აღჭურვილი მოდელი 10 ევროთი ძვირი იქნება. 16 გიგაბაიტიანი C Plus-ის საწყისი ფასი 119 ევროა.

რა თქმა უნდა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სიახლეები გაცილებით მძლავრი იქნება ვიდრე Moto E გახლდათ თავის დროზე. პირველ რიგში ტელეფონები უფრო კონკურენტუნარიანი ჩანს მიუხედავა იმისა, რომ ბევრი აპლიკაციის ერთდროულად დაყენების საშუალება არ ექნება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here