Chrome OS-ის ექსპერიმენტული ფუნქცია თქვენს თვალებს დაასვენებს

Google არ აპირებს უკან ჩამორჩეს მოვლენებს მანამ Apple და Microsoft ღამის რეჟიმს ამატებენ თავიანთ პლატფორმაში. მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ Chrome OS-ის Canary ანაწყობებში ექსპერიმეტნული ღამის რეჟიმი (Night Light – უფრო ზუსტად) დაემატა. ჩართვის შემდეგ ეკრანი მოყვითალო ტონს მიიღებს, რომელიც ლურჯ გამოსხივებას ამცირებს და თეორიულად დაძინებაში დაგეხმარებათ. ყოველი შემთხვევისთვის ღამის რეჟიმი თქვენს თვალებს გაუმარტივებს ღამის საათებში ქრომბუქთან მუშაობას.

მათთვის ვისაც ამ ფუნქციის დაგემოვნება სურთ მარტივად შეუძლიათ განაახლონ მოწყობილობები Canary ანაწყობზე, თუმცა ეს რეკომენდებული არ არის და სასურველი იქნება თუ დელოდებით სისტემის სტაბილური ვერსიის გამოსვლას აღნიშნული ფუნქციონალით, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა.

წინა სტატიაApple Watch-ს გულის დაავადების დიაგნოსტირება შეუძლია
შემდეგი სტატიაMotorola ზეიაფ Moto C და Moto C Plus სმარტფონებს უშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი