Android დეველოპერმა დილან რუსელმა გამოაქვეყნა დასტური იმისა, რომ Google-ის AI ინსტრუმენტს Bard AI-ს კომპანიის ახალი მოდელის მხარდაჭერის გამო სახელი Gemini-ზე შეეცვლება.

Gemini 2023 წლის ბოლოს წარმოადგინეს და უკვე დაიწეს მათი ინტეგრირება ზოგიერთ პროდუქტში, მათ შორის Bard-ში.

პარალელურად ხელმისაწვდომი გახდება ფასიანი Gemini Advanced დონე, ასევე გამოვა Gemini აპლიკაცია Android-ისთვის. Gemini Advanced მომხმარებლებს მისცემს წვდომას Gemini Ultra 1.0 მოდელზე, რომელსაც შეუძლია “ძალიან რთული ამოცანების შესრულება, მათ შორის პროგრამირება, ლოგიკური მსჯელობა, დეტალური ინსტრუქციების დაცვა და შემოქმედებითი თანამშრომლობა.” სიახლე ხელმისაწვდომი იქნება 150-ზე მეტ ქვეყანაში და ოპტიმიზირებულია ინგლისურ ენაზე.

ცვლილება 7 თებერვლით არის დათარიღებული და სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შევა ძალაში.

Google-მა უკვე განაახლა Bard ამ თვის დასაწყისში. მას აქვს Gemini Pro ენის დიდი მოდელის მხარდაჭერა, ასევე Imagen 2 მოდელი გამოსახულების გენერირებისთვის.

წინა სტატიაApple ელოდება იმაზე ნაკლებ iPad Pro-ს გაყიდვას OLED ეკრანით, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი
შემდეგი სტატიაApple ხსნის NFC-ზე წვდომას ბანკებისა და გადახდის აპლიკაციებისთვის ევროპაში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი