Want create site? With Free visual composer you can do it easy.

კომპანია Google-მა გაუშვა პროექტი AI Experiments, სადაც ის ნებისმიერ მომხმარებელს დაეხმარება ჩაატაროს საინტერესო ექსპერიმენტები ნეირონულ ქსელებთან. პროექტის ნახვა შეგიძლიათ ოფიციალურ ბმულზე.

ნეირონული ქსელები დღეს უფრო ფართოდ გამოიყენება და ჩვენ მას ვიცნობთ Prisma, Artisto და სხვა აპლიკაციების მეშვეობით, რომლებიც ფოტო და ვიდეოს დამუშავებას ახორციელებენ. ასევე არის ხმის და ტექსტის ამომცნობი სისტემები, გადაწყვეტილების მიმღები ქსელები და რობოტებისა და რთული სერვისების მართვის პროგრამები.

საიტზე AI Experiments შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მაგალითების საფუძველზე. თქვენ შეძლებთ დახატოთ მარტივი გამოსახულებები სმარტფონი ეკრანზე და სერვისი მათ ამოიცნობს. პასუხი ხატვის პროცესშივე იცვლება.

შემქმნელები ამბობენ, რომ ახალი სერვისის საფუძველში გამოიყენება იგივე მეთოდები რაც ხელით შეყვანის ამოცნობის სისტემაშია ჩადებული. სისტემა მილიონობით სურათზე დაატრენინგეს, რისი წყალობითაც მან სიზუსტის სრულყოფილ დონეს მიაღწია.

საიტზე ასევე შეიძლება ჩიტების სახეობის განსაზღვრა ჭიკჭიკის მიხედვით, სურათზე ნივთების იდენტიფიკაცია და მათი დასახელებების სხვა და სხვა ენაზე მიღება და სხვა საინტერესო ექსპერიმენტები. დეველოპერებს კი შეუძლიათ ჩამოტვირთონ შესაბამისი კოდი, გამოიყენონ ის თავიანთ პროექტებში და ატვირთონ საკუთარი ალგორითმები.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here