Google-ის განცხადებით, მისი Health Connect აპლიკაციის საცდელი ვერსია Play Store-ზე უკვე ხელმისაწვდომია.

Health Connect ჯანმრთელობისა და ფიტნესის მონაცემების ცენტრალიზებული წვდომისთვის სხვადასხვა მსგავსი აპლიკაციებიდან შეიქმნა. ის შესაბამისი პლატფორმებიდან ჯანმრთელობისა და ფიტნესის მონაცემების სინქრონიზებას ახდენს.
კომპანია Google-ის განმარტებით, ახალ აპთან ინტეგრაციის შექმნა ისეთივე მარტივია, როგორც Health Connect-ის ახალი მონაცემების კითხვა. Health Connect არა მხოლოდ ამარტივებს აპლიკაციებთან დაკავშირებას, არამედ მომხმარებლებს აძლევს კონფიდენციალურობის მეტ კონტროლს – მათ საშუალება აქვთ დააკვირდნენ რომელ აპებს აქვთ წვდომა მონაცემებზე.
წარსულში მომხმარებლებს უწევდათ ნავიგაცია მრავალ აპზე მონაცემთა ნებართვების სამართავად. Health Connect მათ საშუალებას აძლევს ნებართვები ერთ სივრცეში მართონ.

გუგლი Health Connect-ის შესაქმნელად, ჯანმრთელობისა და ფიტნეს აპებს შორის კავშირის გამარტივების მიზნით, Samsung-თან თანამშრომლობდა. კომპანიამ პირველად გამოაქვეყნა ინიციატივა ამ წლის დასაწყისში I/O დეველოპერების კონფერენციაზე.

Health Connect-ის საცდელი ვერსიის ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია Google Play Store-დან. Google-ს არ განუმარტავს თავისი გეგმები სრულ საჯარო გამოშვებასთან დაკავშირებით. გაშვებისას აპს აქვს ინტეგრაცია Fitbit, Samsung Health, Google Fit, MyFitnessPal, Peloton, Oura, WeightWatchers, Flo, Lifesum, Signos, Tonal, Outdooractive და Proov Insight-თან.

წინა სტატიაGoogle Pay უკვე საქართველოშია – რომელი ბანკის მომხმარებლები შეძლებენ მისით სარგებლობას?
შემდეგი სტატიაNike .Swoosh Web3 პლატფორმას Polygon NFT-ებით უშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი