ციფრული გადახდების სერვისი – Google Pay დღეიდან საქართველოში ოფიციალურად ხელმისაწვდომი გახდა.
როგორც უკვე ცნობილია, Google Pay-ზე ქართული ბანკების Visa და Mastercard ბარათების დამატებას შეძლებთ, ესენია: საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, ბაზის ბანკი, ტერაბანკი, პროკრედიტ ბანკი და ლიბერთი ბანკი.
Android-ის ტელეფონის მფლობელებს უკვე შეუძლიათ, ამ საგადახდო სისტემით სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ სარგებლობა – მომხმარებლები გადახდებს ტელეფონის პოსტერმინალზე ერთი დადებით შეძლებენ.
Google Wallet-ის საგადახდო აპლიკაციაში ბარათის დამატება საკმაოდ მარტივია: მობაილბანკში ავტორიზაციის გავლის შემდეგ Google საფულეში სასურველი საბანკო ბარათის Visa, Mastercard თუ American Express მონაცემების შენახვა და დამახსოვრება ხდება, რის შემდეგაც, მსურველს Google საფულე ავტომატურად ეხსნება და საბანკო ბარათის მონაცემებიც ავტომატურად აისახება.
Google Pay-ს გამოყენება გადახდებს მეტად დაცულს ხდის. როდესაც მომხმარებელი Google Wallet-ში არჩეული ბარათის მეშვეობით იხდის, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრის გამოყენებით ხორციელდება. თითოეულ მოწყობილობას უნიკალური ნომერი აქვს, რომელიც უსაფრთხოების დინამიკურ კოდთან არის დაკავშირებული. ნომერი ყველა შემდგომი ტრანზაქციისას იცვლება, ეს კი გადახდის პროცესს მეტად დაცულს ხდის. აღსანიშნავია, რომ ტელეფონის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, მომხმარებელს “Find my device” ფუნქციის საშუალებით შეუძლია მოწყობილების დაბლოკვა, პირადი ინფორმაციის დისტანციურად წაშლა, ან ახალი პაროლის დაყენება.
უკონტაქტო გადახდის სერვისი საქართველოში ოფიციალურად დღეიდან გახდა ხელმისაწვდომი. მანამდე ამ სერვისით სარგებლობის მსურველებს ქართული ბანკების მიერ შემოთავაზებული აპლიკაციების გამოყენება სჭირდებოდათ (TSKAPP, TBC Pay).

წინა სტატია“გადაიხადე მარტივად” – თიბისის მომხმარებლებს დღეიდან Google Pay-ს გამოყენება შეუძლიათ
შემდეგი სტატიაGoogle-ის Health Connect აპლიკაციის საცდელი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი