ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია Google-ის 4 ოქტომბრის პრეზენტაციამ და ეს განსაკუთრებით მოწინააღმდეგე ბანაკში იგრძნობა, სადაც უკვე დიდი ხანია გროვდება უკმაყოფილება Apple-ის ღრუბლოვანი სერვისების მიმართ.

200 გიგაბაიტი iCloud საცავის ფასი 2.99 დოლარია თვეში და ეს სივრცე ასე თუ ისე საკმარისი იყო iOS 10-ისა და macOS Sierra-ს გამოსვლამდე. ახლა უკვე მაკბუქებისა და აიმაკების კონტენტის ბექაფმა იძულებული გახადა მომხმარებლები გადასულიყვნენ 1 ტერაბაიტიან გეგმაზე რაც უკვე 9.99 დოლარია თვეში ანუ 120$ წელიწადში. Google Pixel-ის მფლობელები ულიმიტო საცავს მიიღებენ, რომელიც ორიგინალურ ხარისხში შეინახავს სურათებსა და 4K ვიდეოს.

iPhone-ის უმთავრესი პლიუსი Apple-ის ეკოსისტემაა, მაგრამ iCloud-ის გადასახადები ისედაც ძვირადღირებული აპარატურის მოხმარებას კიდევ უფრო აძვირებს. როგორც კომპანია გვარწმუნებს მისი სმარტფონი გამოირჩევა უფასო აპლიკაციებით, რომლებსაც თვითონ გვთავაზობს, მაგრამ 5 გიგაბაიტი სივრცე ძალიან მალე ივსება ლაივ ფოტოებით, iOS აპლიკაციების მონაცემებით, რამდენიმე 4K ვიდეოთი და GIF-ებით, რომლებასც iMessage-ის საშუალებით ვიღებთ და ვაგზავნით. უფრო კრიტიკულია iOS მოწყობილობის ბექაფებია რასაც ასევე საკმაოდ დიდი ადგილი მიაქვს. Apple-ის აპლიკაციები სინამდვილეში უფასო არ არის და მათი საფასურის არაპირდაპირ გადახდა მაინც გვიწევს დამატებითი საცავის ყიდვისას.

ზოგიერთისთვის ეს შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ 2016 წელს ეს მიდგომა ნამდვილად არ არის მომგებიანი. Apple პრემიუმ სერვისებს გვთავაზობს, მაგრამ საკმაოდ ძვირია მონაცემთა საცავი რაც ამ ყველაფრის მოხმარებისთვის აუცილებელი პირობაა.

Apple გვთავაზობს ჩავრთოთ iCloud Drive სინქრონიზაცია, რომელიც თქვენს ფაილებს ხელმმისაწვდომს გახდის Mac და iOS მოწყობილობებზე. Appe ასევე გვთავაზობს ეს გავააქტიუროთ Sierra-ზე განახლების პროცესში. პრობლემა ის არის, რომ თითქმის ყველა მომხმარებლის დესკტოპზე არის ასობით გრაფიკულ ფაილს, დოკუმენტს, ფოტოს და ვიდეოს. ხშირ შემთხვევაში დაყენებისთანავე საოპერაციო სისტემა დამატებითი საცავის ყიდვას ითხოვს, რაც Sierra-ზე უფასოდ განახლების მითსაც აქარწყლებს და საოპერაციო სისიტემის ახალი ფუნქციონალით სარგებლობას ზღუდავს.

120$-ის გადახდა ყოველწლიურად საკმაოდ ძვირია და ამისთვის მარტივ შედარებას გავაკეთებ. Amazon-ის შემთხვევაში ულიმიტო საცავი მხოლოდ 4,99$ დაგიჯდებათ თვეში და ყოველწლიური გადახდის შემთხვევაში 99$ ეღირება და ეს მხოლოდ ერთ ერთი ბონუსია სხვა მრავალთან ერთად. Microsoft-ის 1 ტერაბაიტიანი საცავიც კი უფრო იაფია და 6.99 დაგიჯდებათ, თან მიიღებს სრულ წვდომას Office 365 აპლიკაციებზე.

Google უკვე იმას აკეთებს რასაც Apple უნდა გვთავაზობდეს. მათთვის ვინც Pixel-ს შეიძენს მიიღებს ულიმიტო საცავს მულტიმედია კონტენტისთვის. Google-ისთვის ეს მომგებიანიცაა და მიღებული მასალის ანალიზი მას რეკლამის გაყიდვაში დაეხმარება რის სანაცვლოდაც Pixel-ის მომხმარებლები არასდროს ნახავენ შეტყობინებას, რომ მათი საცავი ამოიწურა. Apple არ აკეთებს ბიზნესს რეკამისგან Google-ის მსგავსად, მაგრამ მისი მიზანია დაარწმუნოს მომხმარებლები, რომ მათი სმარტფონის კამერა საუკეთესოა და ფოტოების შენახვაც პრობლემას არ წარმოადგენს.

Dropbox-ის ფასები უახლოვდება Apple-ის შემოთავაზებას, მაგრამ მათი ბიზნესი ხომ სწორედ საცავის გაყოდვაა. 1 ტერაბაიტი Dropbox Pro – მომხმარებელს მხოლოდ 100 დოლარი დაუჯდება წელიწადში. Apple უფრო ძვირია ვიდრე Dropbox და ეს მაშინ როდესაც iCloud-ის საცავი ფუნდამენტური მოთხოვნილებაა იმ ფუნქციონალისთივს რასაც კომპანია მომხამრებლებს თავაზობს, როცა მისი აპარატურის გაყიდვას ცდილობს. რა თქმა უნდა Apple-ის უმთავრესი შემოსავალი აპარატურის გაყიდვაა.

რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, როცა iCloud-ის ფასები არ აკმაყოფილებს კომპანიის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებსაც კი. ხალხს უნდა მათი ფაილები ხელმისაწვდომი იყოს macOS, iOS, tvOS და watchOS მოწყობილობებზე და გაუზიაროს კონტენტი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. მოწყობილობების სრულფასოვნად გამოყენებას ხელს უშლის იმ საფასურის გადახდა რაც მათი მოლოდინის შესაბამისად უფასოდ უნდა ეკუთვნოდეთ.

დროთა განმავლობაში Apple რა თქმა უნდა ამცირებდა iCloud-ის საფასურს. 2014 წლის სექტემბერში 1 ტერაბაიტის ფასი 19.99$ იყო, რომელიც 9.99-მდე დაეცა 2015 წლის სექტემბრისთვის. 2016 წლის სექტემბერში ჩვენ მხოლოდ ახალი 19.99$ ვიხილეთ 2 ტერაბაიტისთვის. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფასების დაწევა ახლო მომავალში არ განიხილება.

რა თქმა უნდა Apple-ის ერთგული მომხმარებლისთვის Pixel-ში ულიმიტო საცავი არ გახდება უპირობო გადასვლის მიზეზი, მაგრამ ამის გარდა არის Google Home, რომელიც იგივე 120 დოლარი ღირს ერთჯერადად  iCloud-ის ყოველწლიური გადასახადისგან განსხვავებით. სწორედაც რომ Google Home-ის შეძენა გამოიწვევს თუნდაც Chromecast Ultra-ს მიერთებას ტელევიზორზე, შემდეგ უკვე Google TV და Google WiFi, ამასობაში კი Pixel 2-ის ჯერიც მოვა, რომელზეც უფრო დიდი შანსია ბევრი მომხმარებელი გადავიდეს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here