Google WiFi შესაძლოა 4 ოქტომბერს ახალ სმარტფონებთან ერთად გამოვიდეს

867

ორ კვირაზე ნაკლები დარჩა Google-ის დიდ საშემოდგომო პრეზენტაციამდე სან ფრანცისკოში და ჩვენ უკვე ვიცით თუ რას უნდა მოველოდეთ მათგან. სმარტფონებს Pixel სავაჭრო ნიშნით, შესაძლოა ვიხილოთ 4K Chromecast და სულ ახლა გაირკვა, რომ არის ალბათობა გამოვიდეს ახალი WiFi როუტერი Google WiFi.

რა თქმა უნდა Google-ს უკვე აქვს რამდენიმე როუტერი OnHub სერიიდან, რომელიც გასულ ზაფხულში შემოვიდა გაყიდვაში. როუტერები იმართება სმარტფონებიდან და სახლში გამოსაჩენ ადგილზე მოთავსებაც არის შესაძლებელი. ორივე OnHub როუტერი რა თქმა უნდა სხვა მწარმოებლების (TP-Link და ASUS) გამოშვებულია და სრულად Google-ის პროდუქტს არ წარმოადგენს.

ახალი Google WiFi როუტერი სამშობლოში აეწყობა და სხვა მოწყობილობებთან ერთად ოქტომბერში დაანონსდება. Android Police-ის ინფორმაციით რამდენიმე, როუტერის ყიდვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ქსელების უმავთულოდ გაერთიანება, რისი საჭიროებაც ხშირად დგას დიდი და რთული არქიტექტურის სახლებში.

ამბობენ, რომ როუტერი შედარებით მცირე ზომის იქნება და შესაძლოა არ ქონდეს საკაბელო ქსელის დამატებითი პორტები. როუტერს ასევე ექნება ჭკვიანი ფუნქციები, რომლებიც ჭკვიანი სახლის მართვის შესაძლებლობებს ითვალისწინებას.

Google-ის წლევანდელი გეგმები იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ემზადება ერთდროულად რამდენიმე პერსპექტიული მიმართულების დასაპყობად. სმარტფონები, როუტერები, ჭკვიანი სახლი, ვირტუალური ასისტენტი, ბრაუზერი და საოპერაციო სისტემები Android და Chrome OS რომლებიც უკვე PlayStore-ში გამოქვეყნებულ ანდროიდ აპლიკაციებთან არის თავსებადი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here