Bloomberg-ის ცნობით Apple-მა დაშალა საინჟინრო განყოფილება, რომელიც AirPort Extreme, AirProt Express და Time Capsule პროდუქტებზე მუშაობდა. თანამშრომლების სხვა განყოფილებებში გადანაწილება კომპანიის მიერ საშინაო როუტერების ბიზნესიდან უხმაუროდ გასვლაზე მიუთითებს, როცა Google და სხვა კონკურენტები ამ მიმართულებას უფრო მეტ ყირადღებას აქცევენ.

Apple-ის როუტერები 2013 წლის მერე არ განახლებულა და მას მხოლოდ 802.11ac სტანდარტების მხარდაჭერა აქვს, როცა Ero, Netgear, Google და სხვა ბრენდები უფრო თანამედროვე და უფრო მოქნილი ქსელური მოწყობილობების გამოშვებაზე გადავიდნენ. Apple-ის AirPort მოწყიბილობები, რომლებიც ჯერ კიდევ გაყიდვაშია 99-399 დოლარად იყიდება. Bloomberg-ის ცნობით ზოგიერთი ინჟინერი, რომელიც AirPort-ებზე მუშაობდა Apple TV-ის გუნდში გადაიყვანა კომპანიამ.

ასევე ცნობილია, რომ Apple მუშაობს სპეციალურ დინამკიზე, რომელსაც Siri-ს შესაძლებლობები ქნება და Amazon Echo-სა და Google Home მოწყობილობებს გაუწევს კონკურენციას. თუ რა თქმა უნდა Apple აპირებს მომხმარებლბეის სახლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ამას WiFi მოწყობილობებით ნამდვილად არ აპირებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here