LG-ის 2017 წელს ახალ ფლაგმანურ სმარტფონს G6-ს გამოუშვებს. Korea Herald-ის ინფორმაციით ცნობილი გახდა ინფორმაცია მისი ძირითადი მახასიათებლების და ტექნიკური მონაცემების შესახებ.

LG G6-ს ექნება თვალის ბადურის სკანერი და ეს სენსორი მომხმარებლის უსაფრთხო იდენტიფიკაციისთვის იქნება განკუთვნილი. გამომდინარე იქიდან, რომ მეთოდი უკონტაქტოა მისი გამოყენება უფრო მარტივი ქინება ვიდრე თითის ანაბეჭდების სკანერით ავტორიზაციისას. კიდევ ერთი დეტალი ის არის, რომ აღნიშნული სენსორი ჩაშენებული იქნება სელფი კამერაში და მისთვის დამატებითი ხვრელი არ იქნება კორპუსზე.

G6-ის აკუმლატორი მოხსნადი იქნება, თუმცა უცნობია იქნება ეს ჩვეულებრივი ბატარეა მოხსნადი სახურავის ქვეშ თუ G5-ის მსგავსი მოდულური კონსტრუქცია. ამის გარდა LG G6-ში იქნება მობილური გადახდების სისტემების მხარდაჭერა NFC პროტოკოლის საშუალებით, რომელიც MST მოწყობილობებთანაც იქნება თავსებადი რაც მაგნიტური ზოლის ან ჩიპის მქონე ბარათებთან თავსებადობას უზრუნველყოფს.

წინა სტატიაApple-მა WiFi როუტერების გამოშვება შეწყვიტა
შემდეგი სტატიარუსეთის მთავრობამ Sailfish OS-ზე შეაჩერა არჩევანი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი