iPhone 11-ის გაშვების შემდეგ Apple-ის მხარდაჭერის საიტზე პოპულარული გახდა თემა ახალი მოწოყბილობების ეკრანის ნაკაწრებთან დაკავშირებით. შეტყობინებებიდან ჩანს, რომ ახალი ეკრანები არც ისეთი გამძლეა, როგორც რეკლამაში.

აპარატული უზრუნველყოფის განყოფილებაში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:

მე და ჩემი მეუღლე ახალ iPhone 11-ს შარვლის ჯიბით ვატარებდით და ორივე ეკრანი მოხმარების მეორე დღესვე გაიჩხაპნა. ვინმეს კიდე გაწუხებთ მსგავსი პრობლემა? ჩვენ ძალიან შეწუხებული ვართ Apple-ის უპახუხისმგებლობით და იმით, რომ გვაიძულებენ Apple Care შევიძინოთ. საშინელი ეკრანია წინა მოდლეებთან შედარებით.

რა თქმა უდა არ დააყოვნა სხვა მომხმარებლების მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა სადაც დართულ ფოტოგრაფიებში მათი სმარტფონის გაჩხაპნილი ეკრანები ჩანს.

iPhone 11-ის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:

ვინმეს გქონიათ მსგავსი პრობლემა 11 Pro-სთან, რომელიც ძალიან სწრაფად იჩხაპნება. ერთი კვირაც არ გასულა, ძალიან ვუფრთხილდები, ვატარებ ჯიბით სხვა საგნების გარეშე. ჩემი iPhone SE, რომესლაც 3 წელი ვხმარეობდი არ გაჩხაპნილა საერთოდ, არადა ახალი 11 Pro უკვე ისე გაიჩხაპნა, რომ ფრჩხილითაც კი შეიძლება იგრძნო. ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით სმარტფონები გაშვების სტადიაშია და ნაადრევია საუბარი მასიური წუნის შესახებ. მიუხედავად ამისა უნდა გავითვალისწინოთ მომხმარებლების მცირე ნაწილის უკმაყოფილებაც, რომლებიც თავიანთი პრობლემების შესახებ კომპანიას ღიად მიმართავენ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here