Google-მა 22 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში, რომელმაც feature-ტელეფონებისთვის KaiOS საოპეარციო სისტემა შექმნა. მოხდება Google-ის სერვისების ისეთთი მნიშვნელოვანი სერვისების ინტეგრაცია, როგორიცაა Maps, Assistant, YouTube და ძიება მოწყობილობაში

Feature ტელეფონებს უშვებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Nokia, Micromax და Alcatel  და გამოიყენება ისინი მილიონობით მომხმარებლების მიერ განვითარებად ქვეყნებში. ზოგიერთი კვლევების თანახმად ინდოეთში უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს KaiOS-ით ვიდრე Apple-ის iOS საოპერაციო სისტემით და feature ტელეფონების გაყიდვები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე სმარტფონების.

KaiOS-ის CEO სებასტიან კოდევილი ამბობს, რომ დაფინანსება მათ დაეხმარება “დააჩქაროს KaiOS-ის განვითარება და გლობალური მასშტაბით გავრცელბა feature ტელეფონებისთვის, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში ძალიაან ბევრს მისცემს საშალებას დაუკავშირდნენ ინტერნეტს”

რა თქმა უნდა ძალიან ჭკვიანურია Google-ის მხრიდან დაინტერესება Feature ტელეფონების ბაზრით, რადგანაც ამ ტელეფონებიდან მომხმარებლები მომავალში მაინც სმარტფონებზე გადადიან, რაც Android პლატფორმისთვის ახალი მომხმარებლების მოზიდვის ბრწყინვალე საშუალება იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ $22 მილიონი არც ისე დიდი ინვესტიციაა იმასთან შედარებით ვიდრე სარგებელი რომელსაც მიიღებს მომავალში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here