30 ივნისს, GeoLab • ჯეოლაბი ორგანიზებით ღონისძიება – ვებგვერდისა და აპლიკაციების კონცეფციის შემუშავება და მართა“ გაიმართება, რომლის სპიკერიც კომპანია ლივინგსტონის ციფრული პროექტების დიზაინერი და მენეჯერი გუა ტაბიძე იქნება.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ცხადია, პროექტში ჩართულმა მხარეებმა თუ მონაწილეებმა იციან, როგორ გააკეთონ მათი საქმე, თუმცა პროდუქტის კითხვების განსაზღვრა და მათზე პასუხების თავმოყრა ცალკე სამუშაოა, რომელიც ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სწორი პროდუქტის, მაღალი ხარისხით, სიჩქარით და პროგნოზირებადად შექმნისათვის.

რატომ წერითი კომუნიკაცია?

  • ზრდის გადაწყვეტილებების ხარისხსა და ამცირებს გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნას
  • კომუნიკაციას თანმიმდევრულს და არგუმენტირებულს ხდის
  • პროექტის მხარეებს უფრო ანგარიშვალდებულებს ხდის

ასევე, ღონისძიების დასასრულს, გაზიარებული იქნება მნიშვნელოვანი რესურსები, მათ შორის დოკუმენტაციები, რომლებსაც სხვადასხვა წარმატებული კომპანია იყენებს ციფრულ პროდუქტებთან მუშაობისას.

დასწრება თავისუფალია.

წინა სტატია“ვიონი საქართველოს” მეხუთე თაობის (5G) კავშირის დანერგვის გეგმები
შემდეგი სტატიაGoogle-მა KaiOS-ის განვითარებაში $22 მილიონი დააბანდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი