ცნობილიოა, რომ Microsoft HoloLens-ში ერთდროულად ორი პროცესორი გამოიყენება: Intel Atom x5-Z8100 Cherry Traill და HPU v.1 (Holographic Processing Unit), რომელიც Microsoft-ის წარმოებისააა. HPU ინფორმაციას მოწყობილობების კამერებისგან იღებს. ამუშავებს მათ და აწვდის ცენტრალურ პროცესორს Intel Atom-ს. ეს უკანასკნელი ასვე ამუშავებს მომხმარებლების მერ გაშვებულ აპლიკაციებსაც.

AnandTech-ის ინფორმაციით Intel-მა შეწყვიტა Cherry Trail პროცესორების წარმოება, რომლებიც HoloLens-ში გამოიყენება. ბოლო შეკვეთებს კომპანია ამ პროცესორებზე სექტემბერში მიიღებს და ოქტომებრში მიაწვდის. იმოქმედებს ეს HoloLens-ზე? არსებობს ვარაუდი, რომ არა.

სქმე იმაშია, რომ HoloLens არ არის მასიური პროდუქტი, თუმცა ის საკმაოდ მოთხოვნადია ვიწრო წრეებში. მიმდინარე მომენტისთვის გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია, რაც არც ისე ბევრია თუ შევადარებთ სხვა ტიპის გაჯეტებს. უფრო მეტიც, მიმიდნარე თაობის HoloLens 2015 წელს წარმოადგინეს და დევლოპერეული ვერსიის სახით გამოვიდა და მათ ვისთვისაც ამ მოწყობილობის შეძენა მნიშვნელოვანი იყო უკვე შეიძინეს ის.

საინტერესოა რა მოელის მოწყობილობის მომავალ თაობას? რომელზეც Microsoft უკვე აქტიურად მუშაობს? Windows 10 ARM-ის ანაონსათნ ერთად ნათლი ხდება, რომ კომპანია მომავალ მოწყობილობაში ARM გადაწყვეტილებას გამოიყენებს Qualcomm-ისაგანა. ამის წყალობით გაიზრება მისი წარმადობა ხოლო განახლებული ARM არქიტექტურის წყალობით დრამატულად გაუმჯობესდება ენერგომოხმარება. მომავალ HoloLens-ში კომპანია Microsoft გეგმავს ახალი თაობის HPU პროცესორის გამოყენებას.

წინა სტატიაLenovo თავის ახალ სმარტფონებში სუფთა Android-ს გამოიყენებს
შემდეგი სტატიაNokia 8 ოფიციალურად წარმოადგინეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი