Want create site? With Free visual composer you can do it easy.

Intel-მა Compute Card წლის დასაწისში CES 2017-ზე წარმოადგინა, რომელიც საკრედიტო ბარათის ზომის მოწყობილობაა. ეს ბარათი სრულ კომპიუტერს წარმოადგენს პროცესორით, ვიდეო ადაპტერით და უკაბელო ქსელებით. ის სპეციალურად აპარატურის მწარმოებლებისთვის შეიქმნა, რომ გამარტივდეს მათში კომპიუტერული ფუნქციონალის ჩაშენება და შემდგომი განახლება.

Nexdock არის ერთ-ერთ პირველი პროდუქტი, რომელიც Intel Compute Card-ის უპირატესობებით ისარგებლებს. მისი შემქმნელი კომპანია Intel-ის ერთ-ერთი რეგიონალური პარტნიორია ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიის მიმართულებით და მათ წარმოდგენილი პროდუქტი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება.

ახალი მოწყობილობა უმთავრესად თაჩსქრინია ორი სლოტით გვერდებზე, რომელთაგან ერთი განკუთვნილია Compute Card-ისათვის და მეორე უფრო დიდი სადაც დამატებითი USB-C მოდულებისთვისაა განკუთვილი და დამატებითი პორტებისა და აკუმლატორისთვისაა განკუთვნილი. რა თქმა უნდა მოწყობილობას შეუძლია სხვა და სხვა ფორმ-ფაქტორის მიღებაც კლავიატურისა და ქიქსთენდის საშუალებით.

Nex Computer-ს იმედი აქვს, რომ საოპერაციო სისტემისა და პროცესორის დანარჩენი აპარატურისგან იზოლაციით ისინი შეძლებენ ამ აპარატურის მოხმარების ვადის გახანგრძლივებასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. ეს ისეთივე იდეაა, რომელიც ადრე Kangaroo Notebook-ში და Superbook-ში გვხვდებოდა და ასევე გავს სმარტფონის გამოყენების მცდელობასაც, როგორც კომპიუტერის პროცესორი.

ჯერ-ჯერობით Intel Compute Card და Nexdock ადრეული დამუშავების პროცესშია და საბოლოო პროდუქტი 2017 წლის მეორე ნახევრისთვის არის მოსალოდნელი. სიახლე მხოლოდ რენდერებისადა საინჟინრო პროექტის სახით არსებობს, თუმცა პერსპექტივაში საკმაოდ პოპულარული პროდუქტის მიღებაც არის შესაძლებელი. როგორი იქნება მომხმარებლის რეაქცია სიახლეზე, მხოლოდ პროდუქტის რელიზის მერე შევიტყობთ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here