Xiaomi-მ ჩინეთში მე-4 თაობის Mi Box და მისი ბიუჯეტური მოდიფიკაცია MiBox 4C წარმოადგინა. სიახლე MIUI-ს სპეციალურ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც ტელევიზორებისთვისაა ოპტიმიზებული. MiBox 4 დიდწილად წინამორბედის მსგავსია, რომელიც 2016 წელს გამოვიდა Android TV საოპეარციო სისტემით, თუმცა განსხვავებებიც არის.

Mi Box 4 აღჭურვილია Amlogic S905L პროცესორით, რომელსაც არ აქვს VP9 ვიდეოს აპარატული დეკოდირება, თუმცა გლობალურ ვერსიაში, რომელსაც Amlogic S905X-H პროცესორი აქვს ეს ფუნქცია გათვალისწინებულია. შეგახსენებთ, რომ ეს კოდეკი საჭიროა YouTube-ის ფუნქციონირებისათვის.

Mi Box 4C ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით უფრო სუსტია და არ აქვს Bluetooth, ამიტომაც მისი პულტი IR კავშირით მუშაობს.

Mi Box 4 და Mi Box 4C – ტექნიკური მონაცემები:

პროცესორი Mi Box 4: Amlogic S905L, 64-ბიტი, 4 ბირთვი, Cortex-A53, 1,5 გჰც
Mi Box 4C: Amlogic (უცნობი მოდელი) 64-ბიტი, 4 ბირთვი, Cortex-A53, 1,5 გჰც
Графика Mali-450, 750 მჰც
ოპერატიული Mi Box 4: 2 გბ
Mi Box 4C: გბ
შიდა მეხსიერება 8 გბ
Wi-Fi 802.11 b/g/n, 2,4 გჰც
Bluetooth Mi Box 4: 4.1+ EDR, Low Energy
Mi Box 4С: არ არის მხარდაჭერილი
გარჩევადობა 4K (3840х2160) HDR
ვიდეო H.265 4K @ 60 FPS
H.264 4K @ 30 FPS
MPEG 1/2/4, VC-1, DivX 4/5 – 1080p @ 60 FPS
HDR10-ის მხარდაჭერა
ვიდეო კოდეკები RM, RMVB, FLV, MOV, AVI, MKV, TS, M2TS, MP4, 3GP, MPEG

3D-ვიდეო

აუდიო 4: Dolby Audio, DTS-HD
4С: DTS-HD
აუდიო კოდეკები MP3, FLAC, APE, AAC, OGG
პორტები HDMI 2.0, USB 2.0, კვება, 3,5-მმ კომპოზიტური აუდიო

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here