არსებობდნენ თუ არა კრიპტოვალუტები ბიტკოინამდე? შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, თუმცა არსებობდნენ. ბიტკოინი პირველი კრიპტოვალუტაა, რომელიც ბლოკჩეინს ეფუძნება, თუმცა არა პირველი ციფრული ფული.

DigiCash

1983 წელს დევიდ ჩაუმმა (David Chaum) გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო შრომა, ის 28 წლის იყო და ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობდა. სწორედ მან პირველად აღწერა ციფრული ფული. თავის შრომაში ჩაუმმა მიუთითა ციფრული ვალუტის უმთავრეს განსხვავებებზე და გადახდებზე, რომელიც საკრედიტო ბარათებით ხორციელდება ანონიმურად.

იმისათვის, რომ ფული ანონიმური გაეხადა ჩაუმმა ციფრული ხელმოწერა შექმნა, რომელიც შემდეგნაირად მუშაობს:

მომხმარებელი ბაკისგან ციფრულ ფულს ყიდულობს და ბანკი ამ გარიგებას ამოწმებს. ამის შემდეგ ფული თითქოს კონვერტში თავსება და ხდება ანონიმური. ახლა უკვე მომხმარებელს შეუძლია ტრანზაქციების განხორციელება ციფრული ხელმოწერის საშუალებით – ბანკი ხვდება, რომ ფული ნამდვილია, მაგრამ არ იცის თუ ვინ მოიხმარს მათ. სწორედ ასე და ამგვარად ციფრული გადახდები ხდება ანონიმური.

1989 წელს დევიდ ჩაუმმა გახსნა საკუთარი ფირმა და შექმნა ვირტუალური ვალუტა DigiCash, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იყო უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების განხორციელება ინტერნეტში. ამით DigiCash განსხვავდებოდა გადახდების ბარათებით განხორციელებისას, რომელიც დღემდე არ არის უსაფრთხო.

თუმცა ციფრული ფულის ასამუშავებლად ელექტრონული ვაჭრობაზე მოთხოვნა იყო საჭირო, რომელიც მხოლოდ 90-იანი წლების შუიდან დაიწყო, თუმცა 90-იანებშიც DigiCash სიძნელეებს განიცდიდა: ჩაუმის ვალუტა იმ პრობლემების გადაჭრას გვთავაზობდა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არსებობდა. DigiCash-ის უპირატესობა ანონიმურობა იყო, როცა მომხმარებელს მხოლოდ გადახდის მარტივი ფორმა აინტერესებდა და ამას რა თქმა უნდა უკვე პოპულარული საკრედიტო ბარათებით აკეთებდა.

გარდა ამისა ჩაუმიც არ იყო დიდად კომპეტენტური ბიზნესის საკითხებში – თვეების განმავლობაში ის განიხილავდა კომპანიებთან გარიგებებს და ბოლოს უარს ამბობდა ხელის მოწერაზე. DigiCash-ის ინტეგრაცია საკუთარ პროდუქტებში ბილ გეითსსა და იმ დროისთვის პოპულარულ ბრაუზერს Netscape-ს უნდოდა, თუმცა მათ მიერ წამოყენებული პირობები არ მოეწონა ჩაუმს და შედეგად 1999 წელს მისი კომპანია გაკოტრდა და ეს ციფრული ვალუტაც ყველამ დაივიწყა.

E-Gold

1996 წელს არ არსებობდა არც PayPal და არც ბიტკოინი, არც განვითარებული ინტერნეტ ვაჭრობა. მაგრამ დრო იცვლებოდა და გამოჩნდა ახალი მოთამაშე, რომელიც ინტერნეტ კომერციით დაკავდა. სიახლე ექიმმა ონკოლოგმა დუგლას ჯექსონმა (Dougla Jackson) და იურისტმა ბერი დაუნიმ (Barry Downey) წამოიწყეს. იდეა შემდეგში მდგომარეობდა: მათ ოქროს მონეტები ბანკში მოათავსეს, ხოლო შემდეგ შექმნეს საიტი სადაც ამ მონეტების საფასურის შესაბამისი ციფრული მონეტები დადეს გასაყიდად. მონეტების დენომინაციას e-gold უწოდეს.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში e-gold განვითარდა და პოპულარული გახდა – საერთო ჯამში პირველი ციფრული გადახდების სისტემით მილიონზე მეტმა ადამიანმა დაიწყო სარგებლობა. ეს პირველი გადახდების სისტემა იყო, რომელშიც საბანკო ბარათები არ მონაწილეობდა და მისი ინტერნეტ მაღაზიებში ინტეგრაცია იყო შესაძლებელი.

ახალი სისტემით სარგებლობა ინტერნეტ მაღაზიებმა, აუქციონებმა, ონალინ კაზინოებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა დაიწყეს. რამდენადაც e-gold-ის დაყოფა ოქროს გრამის მეათასედებამდე იყო შესაძლებელი მისი პირველი მიკრო-გადახდების სისტემად დასახელებაც შეიძლება და ეს ფუნქციონალი დღემდე არ არის განხორციელებული საკრედიტო ბარათების სისტემმაში და PayPal-ში იმის გამო, რომ ტრანზაქციების საკომისიო ძალიან დიდია.

განვითარების პიკში e-gold-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდი დოლარი იყო. ვალუტა პოპულარული ჰაკერებს შორისაც გახდა და დაუცველი სისტემები გატეხეს, რის გამოც ბევრმა მომხმარებელმა თანხები დაკარგა.

ამ მომენტში სცენაზე რეგულატორები გამოჩნდენ. 2001 წელს ჯექსონსა და დაუნის სასამართლოს წინაშე მოუწიათ თავის მართლება იმის გამო, რომ ლიცენზიები არ ქონდათ. საგადასახადო სამსახურმა მათი ოქროს რეზერვები დააყადაღა და პლატფორმის მომხმარებლების დიდმა ნაწილმა e-gold მიატოვა. ლიცენზიის მიღება მათ უკვე ვერ შეძლეს რითაც e-gold-ის ისტორიაც დასრულდა.

ბიტკოინის დაბადება

ბიტკოინის შესახებ მსოფლიომ პირველად 2008 წელის 31 ოქტომბერს შეიტყო. 8:10 ცენტრალური ევროპული დროით ვინმე სატოსი ნაკამოტომ გააგზავნა მოკლე შეტყობინება, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

“მე შევქმენი ელექტრონული ფული, რომელიც სრულიად ერთრანგიანია და არ საჭიროებს დამოწმებული მესამე პირების მონაწილეობას”

შეტყობინება შეიცავდა ბმულს თეთრ წიგნზე – 9 გვერდიან ტექნიკურ აღწერაზე, რომელშიც გაცემული იყო ყველა კითხვაზე პასუხი გარდა ერთისა – ვინ არის სატოსი ნაკამოტო? რეალურად ასეთი ადამიანი არ არსებობს და დღემდე უცნობია ვინ დგას ამ ფსევდონიმის მიღმა. ბიტკოინის პოპულარობის ზრდასთან ერთად ბევრი ცდილობდა ამ საიდუმლოს ამოხსნას, თუმცა წარუმატებლად.

თეთრი წიგნის გამოსვლიდან 3 თვეში გაეშვა ბიტკოინის კლიენტის პირველი ვერსია. 2009 წლის 3 იანვარს “დაგენერირდა” პირველი 50 ბიტკოინი, ხოლო სამი დღის შემდეგ განხორციელდა პირველი ტრანზაქცია სატოსი ნაკამოტოსა და ჰელ ფინის შორის. იმავე წლის ოქტომბერში განხორციელდა პირველი კონვერტაცია – 1 დოლარი გაიცვალა 1 309 ბიტკოინში. ფასი განისაზღვრა დახარჯული ელექტრო ენერგიის საფასურით.

დროთა განმავლობაში ბიტკოინის პოპულარობა გაიზარდა და მისი შესყიდვა უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო. ამასთან ერთად გაიზარდა ფასიც და გარკვეულ მომენტში ფენომენალურ სიმაღლეს 19 000 დოლარს მიაღწია 1 ბიტკოინის სანაცვლოდ.



პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here