2020 წლის დასაწყისში ბიტკოინის კურსი 7 ათასი დოლარი იყო. 17 მარტს ის 5 ათსამდე დაეცა. შემდგომში ოქტომბრის ბოლომდე მისი ზრდა მცირე ვარდნებით გრძელდებოდა. 16 ოქტომბერს მან 11.5 ათასიან ნიშნულს მიაღწია.

გასული წლის ბოლოსკენ წამყვანი კრიპტოვალუტის ინტენსიური ზრდა დაიწყო. ეს ხდებოდა ახალი ინვესტორებისა და დამატებითი ინტერესის გაჩენით ინსტიტუციონალური ინვსეტორების მხრიდან, რომელთა შორისაცაა Skybridge Capital (დახარჯა 25 მლნ. დეკემბერში კრიპტოვალუტის შესაძენად), MassMutual (100 მლნ. დეკემბერში) და Guggenheim Investments (ფონდმა ბიტკოინის შესაძენად უკვე დახარჯა თავისი 5 მილიარდი დოლარის 10%). ამავდროულად Gugenheim Invesments-ის გენ. დირექტორი თვლის, რომ ბიტკოინი “ძალიან დაუფასებელია” მიმდინარე ფასების გათვალისწინებით, რადგანაც მისი ფასი 400 ათასი დოლარი უნდა იყოს. სხვა ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ კურსი შესაძლოა სწრაფად გაიზარდოს 100 000 დოლარამდე და მაქსიმუმ 300 000 დოლარს მიაღწიოს.

ზოგიერთი თვლის, რომ 2021 წელს კურსის კორექტირება მოხდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ეკონომიკა გამოჯანმრთელებას დაიწყება. Binance-ის გენ. დირექტორი სხვა მოსაზრებას იზიარებს. მან თქვა, რომ ინვესტორების უმრავლესობა მოელის კურსის ზრდას 2021 წლის განმავლობაში. მისი აზრით კოვიდ პანდემიის შედეგების პროგნოზირება უცნობია, მსოფლიო ჯერ კიდევვ სერიოზული ეკონომიკური რყევებისა და ისტორიული არასტაბილურობის სტადიაში, ამიტომაც ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტები გააგრძელებენ ზრდას.

ბიტკოინის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია 550 მილიარდი დოლარია დაახლოებით, რაც Visa-ს კაპიტალიზაციაზე მეტია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გადახდების სისტემის მონაცემები დაახლოებით 485 მლრდ. დოლარია.

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის საახალწლო კურსი ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე სრულიად მოსალოდნელი იყო. წლის დასასრულის მოახლოებისთანავე ზოგიერთი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს კრიპტოვალუტის შეძენა, რომ შემდგომი წლისთვის კარგი პორტფელი ქონოდათ. უოლ-სტრიტზე ამას “დახლის გალამაზებას” ეძახიან. მაგალითად GreenPro Capital-მა საახალწლოდ 100 მილიონის კრიპტოვალუტის შეძენა გადაწყვიტა.

CoinDesk-მა ახსნა, რომ ა.შ.შ-ს ფედერალურმა რეზერვმა სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან ერთად განაგრძო ფულის დიდი მოცულობით გამოშვება, პანდემიის უფრო უარესი შედეგების შესამსუბუქებლად. ასეთი ქმედებები ინვესტორების მხრიდან ინფლაციის კატალიზატორად აღიქმება, ამიტომაც ბევრმა ფონდმა, კომპანიამ და ტრეიდერმა გადაწყვიტა ფულის ბიტკოინში დაბანდება, რომ შეინარჩუნოს ან გაზარდოს საკუთარი კაპიტალი.

2020 წელი კრიპტოვალუტების ისტორიაში შევა, როგორც ბიტკოინის მაკროაქტივად ჩამოყალიბების ტესტი. ამ წელს ცნობილი საჯარო კომპანიებმა, როგორიცაა MicroStrategy, მოახდინა საკუთარი ფულადი რეზერვების დივერსიფიკაცია კრიპტოვალუტაში. JPMorgan-ის ანალიტიკოსები შიშობენ, რომ 2021 წელს ბიტკოინის მიმართ ინტერესმა შესაძლოა ოქროს გაუფასურებაც გამოიწვიოს.

წინა სტატიაფლორიდის სასამართლომ Apple-ის სარჩელი Corellium-ის წინააღმდეგ არ მიიღო
შემდეგი სტატიაIntel-მა FaceID-ის საკუთარი ვარიანტი გამოუშვა ჭკვიანი სახლისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი