ცნობილი ისლანდიელი მომღერალი ბიორკი თავის ახალ მე-10 ალბომში ბლოკჩინის ინტეგრაციას მოახდენს.

მომღერლის ფანებს ალბომის შეძენა კრიპტოვალუტების საშუალებით შეძლებენ, მათ შორის ბიტკოინით და ეთერიუმით. ისინი ვინც ოფიციალრ საიტზე შეუკვეთავენ სიახლეს მიიღბენ “აუდიო-თოკენებს” კრიპტოვალუტაში ბონუსის სახით, რომლითაც შესაძლებელი იქნება სხვა შესზღუდული ტირაჟით გამოსული ალბომების და სხვა და სხვა მატერიალების შეძენა.

“აუდიო-ტოკენების” გამომუშავება ასევე შესაძლებელი იქნება სოციალურ ქსელებში ალბომის გაზიარებით. რა თქმა უნდა “აუდიო-ტოკენი” ჩვეულებრივი კრიპტოვალუტაა, რომელიც თავსებადია ელექტრონულ საფულეებთა და სხვა ინსტრუმენტებთან.

ზოგიერთი მყიდველი მიიღებს 100 აუდიო-ტოკენს – რომელიც 0,20 დოლარის ღირებულების იქნება, მაგრამ მომავლში მისი გაზრდა ან განაღდება იქნება შესაძლებელი. ალბომი Utopia 24 ნოემბერს გამოვა.

წინა სტატიაiPhone X – თვითღირებულებაზე 74%-ით ძვირად იყიდება
შემდეგი სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 13 – BlizzCon 2017

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი