Steam-მა უარი თქვა გადახდების Bitcoin-ში მიღებაზე – ამის შესახებ კომპანიის ბლოგი გვატყობინებს. ბიტკოინის მიღების შეწყვეტა. მიზეზად მაღალი ტრანზაქციის საკომისიო და მერყევი კურსი სახელდება, თუმცა მომავალში შესაძლოა მათ ეს გადაწყვეტილება შეცვალონ.

“Steam-ში გადახდის შესრულებისას მომხმარებელი X რაოდენობის ბიტკოინს იხდის კონკრეტულად თამაშისთვის, ხოლო Y რაოდენობის ბიტკოინს საკომისიოს სახით. კრიპტოვალუტის ღირებულება გარანტირებულია მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში და თუ ამ დროში ვერ მოხდა ოპერაციის დადასტურება გადასახდელი თანხის რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს”

კომპანიაში ამბობენ, რომ ბიტკოინის კურსის ცვლილებასთან ერთად Steam-ს შესაძლოა მოუწიოს მომხმარებლისთვის ზედმეტი თანხის დაბრუნება ან პირიქით დამატებითი გადასახადიც კი მოითხოვოს მისაგან. ორივე შემთხვევაში მომხმარებელს საკომისიოს გადახდა მოუწევს.

Steam-მა Bitcoin-ების მიღება 2016 წლის პრილში დაიწყო.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here