27 მაის ბიტკოინის ღირებულება 600 დოლარზე მეტით დაეცა და აგრძელებს ვარდნას მას შემდეგ რაც სტაბილურად ირდებოდა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში.

2017 წლის დასაწყისიდან კრიპტოვალუტის კურსი გაორმაგდა და 20 მაისისთვის მისი ფასი 2 ათას დოლარს გასცდა და აგრძელებდა ზრდას 2799 დოლარის ნიშნულამდე, რის შემდეგაც მოულოდნელი ვარდნა დაიწყო.

ბიტკოინის კაპიტალიზცია რამდენიმე დღის განმავლობაშ 10 მილიარდით დაეცა და 31 მილიარდი გახდა 27 მაისისთვის. ყველა არსებული კრიპტოვალუტის ჯამური კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 90 მილიარდიდან 59,5 მილიარდამდე დაეცა.

ექსპერტები თვლიან, რომ ბიტკოინის სწრაფი ზრდა იაპონიაში მისი ლეგალიზაციას უკავშირდება, რის შემდეგაც ტრეიდერების აქტივობა გაიზარდა: 5 მაისს სავალუტო ბირჟა Kraken-მა განაცხადა, რომ ყველა კრიპტოვალუტის ვაჭრობის მოცულობა 25%-ით გაიზარდა და 178 მილიონი შეადგინა.

ბირჟა Poloniex-ის მონაცემებით აქტიური ტრეიდერების რიცხვი 600%-ით გაიზარდა წლის დასაწყისთან შედარებით და ამასთან ერთად ტრანზაქციების რაოდენობაც 640%-ით გაიზარდა. ექსპერტები რა თქმა უნდა გამოთქვამდენ შეშფოთებას კრიპტოვალუტების კურსის ასთი სწრაფი ზრდის გამო, რომელიც არანაირ ფუნდამენტალურ საფუძველს არ ეყრდნობოდა.

სერვისი Coinone-ის წარმომადგენლის კიმ ჯინ-იონგის აზრით ბიტკოინის კურსის მყესეული ვარდა შეიძლება განპირობებული იყოს დიდი რაოდენობის მცირე ტრეიდერების მიერ განხორციელებული ოპერაციებით. მცირე ტრეიდერების მოზღვავება მასობრივი სინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციამ განაპირობა, რომელშიც ფიგირირებს წარმატებული ხალხის ისტორია, რომლებმაც ბიტკოინებით დიდძალი მოგება ნახეს მცირე დროის განმავლობაში.

წინა სტატიაGoogle ომს უცხადებს უხარისხო და ცუდად ოპტიმიზირებულ აპლიკაციებს
შემდეგი სტატიაLG V30 შესაძლოა ორ ეკრანიანი სლაიდერი აღმოჩნდეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი