G სერიის ტლეფონები კომპანია LG-ის ფლაგმანებია, თუმცა ბოლო დროს ყველაზე თამამი და მოწინავე გადაწყვეტილებები V სერიის სმარტფონებზე გამოდის. რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა LG V30-ის რენდერები, რომლებიდანაც ჩანს, რომ ეკრანი ახალი მოწყობილობის მთელ ზედაპირს იკავს, ხოლო უკანა მხარე თითქმის იდენტურია LG G6-ის. ცნობილი ინსაიდერის ევან ბლასის (@evleaks) მიერ გამოქვეყნებულ სურათებზე ჩვენ სრულიად ახალ კონცეფციას ვხედავთ.

როგორც ჩანს LG V30 სლაიდერი იქნება, რომლის უკანა პანელზე სამი კამერაა მოთავსებული. შესაძლოა ერთს ქონდეს ხედვის სტანდარტული კუთხე, მეორე ფართო ხედვით გამოირჩეოდეს, ხოლო მესამე სიმკვეთრის სიღრმის განსაზღვრისთვის გამოიყენებოდეს, რაც გაბალრული ფონის მისაღებადაა საწირო. არანაკლებ საინტერესოა აპარატის წინა პანელიც, რომლის ზედა ნაწილი იწევა და მის ქვეშ კიდევ ერთი OLED ეკრანია მოთავსებული.

მეორე ეკრანი შესაძლოა აპლიკაციებზე სწრაფი წვდომისთვის და სხვა სასარგებლო ინფორმაციისთვის იყოს გამოყენებული. მასზე ასევე შეიძლება გამოსახული იყოს ემოჯი და მუსიკალური დამკვრელი საკონტროლო ღილაკები, შეტყობინებების პრევიუ და სხვა ფუნქციები გაშვებული აპლიკაციების შესაბამისად.

ევან ბლასი ამბობს, რომ ეს ადრეული პროტოტიპია და მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ განავითარებს თუ არა LG ამ დიზაინს. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება ძალიან უჩვეულოა და საინტერესო.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here