ახალი ფლაგმანური მოწყობილობის LG V30-ის პრეზენტაციამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი:  კომპანია გეგმავს რომ სმარტფონი წარმოგვიდგინოს 31 აგვისტოს. სანამ ანალიკოსები სპეკულირებენ თემით, თუ რომელი კამერა ექნება ახალ სმარფტონს, ინტერნეტ საზოგადოება მხურვალედ განიხილავს დამატებითი ეკრანის შესახებს გავრცელებულ მოსაზრებებს. LG-მ გადაწყვიტა V30-ის შესახებ დეტალები პირადად გაგვიზიაროს.

ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით ფლაგმანი LG V30 იქნება პირველი სმარტფონი, რომელიც მიიღებს პლასტიკურ OLED FullVision ეკრანს. სმარტფონის მოდელი 6-დიუმიანი ეკრანით იქნება ბოლო ოთხი წლის მანძილზე LG-ის მიერ წარმოდგენილი უმნიშვენლოვანესი მოწყობილობა. OLED-პანელი იდეალურია VR-აპლიკაციების გამოსაყენებლად. გარდა ამისა, კომპანიის პრეზიდენტი თვლის, რომ მობილურ ბაზარზე OLED ეკრანების გამოსხვლისათვის შესანიშნავი დროა.

FullVision ეკრანის მეშვეობით სმარტფონის კიდეების ზომა 20-50 პროცენტით შემცირდება. პლასტიკური OLED ეკრანი შიგნითა მხრიდან დაცული იქნება Gorilla Glass 5-ით.

წინა სტატიაSamsung Leader 8 – ახალი გასაშლელი სმარტფონი
შემდეგი სტატიაFacebook-მა YouTube-ის კონკურენტი სერვისი Watch გაუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი