რამდენიმე კვირაა ჭორები ვრცელდებოდა Samsung-ის ვერტიკალურად გასაშლელ ფლიპ-კორპუსის მქონე ტელეფონზე ფლაგმანური მონაცემებით. დღეს სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა ოფიციალურად წარმოადგინა Leader 8 (SM-G9298).

აპარატის კორპუსი საავიაციუო ალუმინისაა და ორივე მხარეს 4,2 დიუმიანი Super AMOLED Full-HD ეკრანი აქვს, თუმცა სმარტფონის ტექნიკური მონაცემები მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდა.

კომპანიამ გადაწყვიტა გასული წლის Sanpdragon 821 გამოეყენებინა, მაგრამ 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება კომპრომისული ნამდვილად არ არის. Leader 8-ს აქვს 12 მეგაპიქსელიანი მათავარია და 5 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა. სმარტფონს 2300 მილიამპერიანი აკუმლატორი აქვს და უკონტაქტო დამუხტვის შესაძლებლობა აქვს.

როგორც სხვა ფლაგმანებi Leader 8-ში მხარდაჭერილია Samsung Pay, Secure Folder, S Voice და მრავალფუნქციური ღილაკი, თუმცა Bixby-ს მხარდაჭერის შესახებ კომპანიას არაფერი უთქვამს.

Leader 8 ჩინეთში ექსკლუზიურად China Mobile-ს მომხმარებლებისთვის გამოვა.

წინა სტატიაევან ბლასმა Samsung Galaxy Note 8 Midnight Black აჩვენა
შემდეგი სტატიაროგორი ეკრანი ექნება LG V30-ს?

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი