Android-ის ახალი ვერსიის რელიზი რიგითი ნომრით 8.0 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი, ხოლო მიმდინარე თვეს უნდა გამოვიდეს აღნიშნული საოპერაციო სისიტემის მე-4 ბეტა ვერსია. ახლა Android 8.0-ის ტესტირება შესაძლებელია Nexus 5X, Nexus 6P, Nexus Player, Pixe, Pixle XL და Pixel C მოწყობილობებზე თუ Android Beta პროგრამაში მიიღებთ მონაწილეობას. თუმცა სრულიად მოულოდნელად Pixel XL-ის რამდენიმე მომხმარებელმა მიიღო Android 8.0.0 განახლება აგვისტოს თვის უსაფრთხოების პატჩით, რამაც გარკვეული შეკითხვები გააჩინა.

ფაქტია Google-მა განახლება შეცდომით გამოუშვა, რადგანაც უსაფრთხოების პატჩის თარიღის მიხედვით მისი გამოშვება 5 აგვისტოსთვის იყო დაგეგმილი. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ Google-მა მე-4 ბეტა ვერსია დროზე ადრე გამოუშვა.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here