გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო Chrome OS საოპერაციოს სიტემის განვითარებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაკეთდა ეს Android აპლიკაციებისა და Google Play-ს მხარდაჭერა იყო. ყველა ახალ ქრომბუქს, რომელიც აწი გამოვა მისი მხარდაჭერა აუცილებლად ექნება. ეს წელიცა საკმაოდ საინტერესო იქნება სიახლეების თვალსაზრისით. Android და Chrome-ის პროდუქტების დირექტორი რაიენ შეტი ამბობს, რომ ნოუთბუქი-ტრანსფორმებრები Chrome OS-ის მართვის ქვეშ ეს მხოლოდ დასაწყისია.

რაიენმა თქვა: “ქრომბუქი არ იქნება უბრალოდ ნოუთბუქი და მიისწრაფვის უნივერსალურობისა და დინამიურობისკენ. ამიტომაც OEM მწარმოებლებს შეუძლიათ განსხვავებული მოწყობილობების გამოშვება. ჩვენ ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ სენსორულ ინტერფეისში და ინფორმაციის შეყვანის ეს მეთოდი მოხერხებული გავხადეთ ქრომბუქებზე. ეს საშუალებას აძლევს OEM მწარმოებლებს გამოუშვან ნებისმიერი ფორმ-ფაქტორის მოწყობილობა. მოავალში თქვენ შესაძლოა იხილოთ ახალი ტრანსფორმერები და პლანშეტები Chrome OS-ის მართვის ქვეშ.”

კიდევ ერთი სიახლე რაც უახლოეს განახლებებში ელოდება მომხმარებლებს ეს Chrome OS-ში გაშვებული აპლიკაციების ფანჯრების ზომების შეცვლის შესაძლებლობაა. ამით ეს საოპერაციო სისტემა უახლოვდება სრულყოფილ სისტემებს და Windows-ისა და MacOS-ის სერიოზული კონკურენტი ხდება.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here