კომპანია Google-მა განაცხადა, რომ სპეციალური ჩიპი Pixel Visual Core სმარტფონებში Pixel 2 და Pixel 2 XL ამუშავდა Android 8.1 განახლებასთან ერთად. რა თქმა უნდა მასზე წვდომა გარეშე დეველოპერებმაც მიიღეს. ყველა აპლიკაცია, რომელიც შესაბამის API-ს იყენებს შეძლებს გამოიყენოს საძიებო გიგანტის მიერ შექმნილი საფირმო ტექნოლოგიები. გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. ყველაზე პოპულარულ პროგრამებს უკვე აქვთ მისი მხარდაჭერა და შესამჩნევი ცვლილებებიც აშკარაა.

“Pixel Visual Core შექმნილია რთული გამოსახულებების დამუშავებისთვის ნაკლები ენერგიის მოხმარებით, რაც ავტონომიურად მუშაობის დროს ახანგრძლივებს. ამით ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ ეს დამატებითი გამოთვლითი სიმძლრავლე HDR+ ალგორითმების ხარისხის გაუმჯობესებისთვის” – ამბობს Google.

Pixel Visual Core-ის დახამრებით სმარტფონები 5-ჯერ უფრო სწრაფად ამუშავებენ HDR+ რეჟიმში გადაღებულ ფოტოებს და 10-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ ვიდრე ეს Snapdragon 835-ს შეუძლია.

HDR+ რეჟიმში სმარტფონი რამდენიმე ფოტოს იღებს განსხვავებული ექსპოზიციით, ხოლო მერე აერთანებს მათ მაქსიამლური ხარისხის მისაღებად. ყველაზე კარგად ეს ფუნქცია არასაკმარისი განათების პირობებში და მაღალი კონტრასტულობის მქონე სცენებში მუშაობს.

Pixel Visual Core-ის შესაძლებლობებს უკვე იყენებს Instagram, Snapchat და WhatsApp. ახლა უკვე Pixel-ების მომხამრებლებს შეუძლიათ პირდაპირ გადაიღონ ფოტოები ამ აპლიკაციებიდან HDR+ რეჟიმით და არა ჩვეულებრივი კამერის აპლიკაციით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here