კომპანია Google-მა დეტალურად შეისწავლა ყველა პრობლემა, რომლის შესახებაც Pixe 2 და Pixel 2 XL-ის მომხმარებლები საუბრობდნენ და მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგიერთი მათგანი გამოგონილია და გამოსწორების საჭიროება არ არის. მაგალითისთვი ის ფაქტი, რომ Pixel 2 XL-ის ეკრანი საგრძნობლად “ლურჯდება” კუთხიდან შეხედვისას ჩვეულებრივი ნორმაა.

“ჩვენ გვინდა განვმარტოთ სიტუაცია ლურჯ გრადაციასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც გაჩნდა კითხვები. ეკრანებს აქვთ მსგავსი თვისება, როცა ძლიერად დახრილი კუთხით შევხედავთ. ნებისმიერი ეკრანი განიცდის ფერების წანაცვლებას და ეს შეიძლება წითელი, ყვითლი ან ლურჯი ფერიც იყოს იმისდა მიხედვით თუ რომელი კუთხიდან შეხედავთ და ეს პიქსელის კონსტრუქციის თავისებურებაა. ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი უფრო ცივი თეთრი წერტილი გვქონოდა რამაც ცისფერისკენ წანაცვლება მოგვცა” – განაცხადა შონგ ჩაუმ, რომელიც ინჟინრებს ხელმძღვანელობს Google-ში.

ასეთი განმარტება არ იქნებოდა ურიგო იმ შემთხვევაში თუ ყველა Pixe XL 2-ის ეკრანს ექნებოდა მსგავსი ეფექტი. ზოგიერთ ეგზემპლარს მსგავსი რამ საერთოდ არ აღენიშნება, მაშინ როცა ზოგიერთში ეს ეფექტი ოდნავი კუთხის ცვლილებაზეც შესამჩნევი ხდება. ჯერ-ჯერობით ყველაფრის მიზეზად არასწორად დაყენებული პოლარიზატორი სახელდება.

Google ასევე არ აღიარებს ეკრანის ამოწვის პრობლემასაც Pixel 2 XL-ში. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთ მომხმარებელს ეკრანი ამოწევა ღილაკების და ეკრანის ქვედა ნაწილებში. Google-მა ამას დიფერენციალური დაბერება უწოდა და აღნიშნა, რომ Pixel-ის ეკრანი სხვა პრემიუმ სმარტფონების ეკრანისგან არაფრით არ განსხვავდება. შეგახსენებთ, რომ Samsung-ის AMOLED ეკრანები შესაძლოა რამდენიმე თვეში ან რამდენიმე წელიწადში ამოიწვას.

რაც შეეხება არასწორ ფერთა გადაცემას აქ Google-მა აღიარა შეცდომა და თქვა, რომ ეკრანი sRGB პალიტრის შესაბამისად არის გასწორებული და აქვს 10%-ით ფერთა ინტენსივბის გაზრდის ფუქნცია. კომპანიამ განაცხადა, რომ გამოუშვებს განახლებას და ფერების ინტენსივობას კიდევ უფრო გაზრდის.

Google-მა ასევე აღიარა Pixel 2-ის ხმოვანი პრობლემაც, როცა სმარტფონი მუშაობისას უცნაურ ხმებს გამოსცემს. იყო მოსაზრება, რომ ეს პროცესორის ან სხვა ჩიპის ხმაური იყო, რადგანაც NFC-ის გამორთვის შემდეგ ის ქრებოდა.

“ჩვენ ვატესტირებთ განახლებას, რომელიც Pixel 2-ის ზოგიერთ მოდელში ხმაურის პრობლემას მოაგვარებს. განახლება ხელმისწვდომი იქნება რამდენიმე კვირაში და დავამატებ, რომ ეს ხმაური არ აისახება სმარტფონის წარმადობაზე, მაგრამ თუ ის ხელს შეგიშლით, უბრალოდ გამორთეთ NFC პარამეტრებიდან” – აღნიშნა Google-ის მომხმარებლებთან მუშაობის განყოფილების მენეჯერმა.

და ბოლოს Google-ის პროდუქტების მართვის ვიცე პრეზიდენტა მარიო კაიროზემა თქვა, რომ Pixel 2 და Pixel 2 XL-ის საგარანტიო სარემონტო პერიოდი 2 წლამდე გაიზარდა.

“რაც შეეხება დიფერენციალური დაბერებას, ჩვენ ჩავატეარეთ ხარისხის შემოწმება პროდუქტის გაყიდვაში გამოშვებამდე. ტესტებმა აჩვენა, რომ OLED პანელის დაშლის პერიოდი ანალოგიურია სხვა პროდუქტებში გამოყნებული პანელებისა. ჩვენი მიმდინარე გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ დიფერენციალური დაბერების მაჩვენებელი ნორმაშია და არ უნდა მოქმედებდეს Pixel 2 XL-ის ყოველდღიურ მოხმარებაზე. მიუხედავად ამისა ჩვენ გამოვუშვებთ პროგრამულ განახლებას, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის OLED ეკრანის მოხმარების ვადას და რეგულარულად განვაახელბთ მას” – განაცხადა მარიო კაიროზმა.

წინა სტატიაiPhone X-ის მარაგი რამდენიმე წუთში ამოიწურა
შემდეგი სტატიამომხმარებლები არ ჩქარობენ Windows 10 Creators Update-ზე განახლებას

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი