კომპანია OnePlus საფირმო სმარტფონებისათვის სისტემატურად უშვებს განახლებებს. მაგალითად, OxygenOS 4.5.8-ის უახლესმა განახლებამ OnePlus 5-ს 4K ვიდეო გადაღებისას სტაბილიზაციის ფუნქცია დაამატა. კომპანიამ უკვე წარმოგვიდგინა 5 სმარტფონი და ამჟამად იძულებულია გასული წლების დივაისებისათვის განახლების მიწოდება შეზღუდოს. მალე OnePlus 3 და 3T აღარ მიიღებს განახლებებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

OnePlus-ის განცხადებით სმარტფონები მხოლოდ Andoid O-მდე განახლდება. კომპანია განაგრძნობს უსაფრთხოების პატჩებისა და აპლიკაციების განახლებების გამოშვებას.

OnePlus-მა ასევე განაცხადა, რომ OnePlus 3 და 3T, ისევე როგორც OnePlus 5, მონაწილეობას მიიღებენ Android O-ს სატესტო რეჟიმში მუშაობაში.

წინა სტატიაXiaomi-მ დაამარცხა Apple ტარებად მიწყობილობებში
შემდეგი სტატიაLenovo თავის ახალ სმარტფონებში სუფთა Android-ს გამოიყენებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი