2014 წელს Google-ის ყოფილმა თანამშრომლებმა საკუთარი კომპანია Jide Technology დააარსეს და წარმოადგინეს საოპერაციო სისტემა Remix OS, რომელიც Android-ზე იყო დაფუძნებული. პროექტმა თავიდანვე დიდი ყურადღება დაიმსახურა, რადგანაც ეს საოპერაციო სისტემა სამაგიდო და მინი კომპიუტერებისთვის იყო გაკუთვნილი და მასთან კლავიატურითა და მაუსით იყო შესაძლებელი მუსაობა. კომპანიამ რამდენიმე მოწყობილობაც კი გამოუშვა ამ სისტემის მართვის ქვეშ და სისტემას სამი წლის განმავლობაში აქტიურად ავითარებდა.

ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტი მოთხოვნა გვქონდა სხვა და სხვა ბიზნესებისგან, რომლებსაც დავეხმარეთ მშვენიერი ინსტრუმენტების შექმნაში მათი ორგანიზაციებისთვის Jide-ს პროგრამული და აპარატული გადაწყვეტილებების საშუალებით. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს იმაში თუ რამდენად შეუძლია Jide-ს რევოლუცია მოახდინოს ამ ბიზნესების საქმიანობაში. ჩვენი მიმდინარე რესურსების გათვალისწინებით ჩვენ გადავწყიტეთ ჩვენი ძალისხმევა ამ კომპანიებისკენ მივმართოთ” – ნათქვამია Jide Technology-ს ბლოგში.

კომპანიამ სრულად შეაჩერა Remix OS-ის დეველოპმენტი. მათ ვინც შეუკვეთეს Remix IO ან IO+ Kickstarter-ზე გასულ წელს სრულად აუნაზღაურდებათ გადახდილი თანხა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here