Android-ის ოპერაციული სისტემისთვის Lingwing-ის განახლებული უცხო ენების შესასწავლი აპლიკაცია გამოვიდა, რომელიც უკვე გამართულად მუშაობს ყველა მოდელის ტელეფონზე, მათ შორის საკმაოდ ძველ ოპერაციულ სისტემებზეც კი, (4.0 და ზევით).

რით არის Lingwing-ის ენების შესასწავლი აპლიკაციები გამორჩეული და რა სიახლეებია ახალ ვერსიაში?

  • აპლიკაციაში არსებული ექვსივე ენის შესწავლა ქართული ენიდან არის შესაძლებელი, რასაც ვერცერთ სხვა ინტერაქტიულ აპლიკაციაში ვერ შეხვდებით
  • ჩათივით ინტერფეისი
  • ხმის ამოცნობის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა დავალებები ლაპარაკით შესრულდეს
  • ბუნებრივი სწავლის გზა

აღსანიშნავია, რომ განახლებული აპლიკაციით უკვე 4000 ადამიანი სარგებლობს.

lingwing.com არის უცხო ენების შესასწავლი ინტერაქტიული პლატფორმა, რომელზეც 70000 ადამიანია უკვე დარეგისტრირებული და ისინი სხადასხვა ენას ეუფლებიან.

Android

iOS

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here