ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ევროპული ღონისძიება ბლოკჩეინზე მომავალ წელს საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება. პარიზში ბლოქჩეინის კვირეული 2023 წლის 20 მარტს დაიწყება და 24 მარტამდე გაგრძელდება.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, კვირეულზე მსოფლიოს მასშტაბით ათი ათასზე მეტ ადამიანს ელოდებიან. წამყვანი საერთაშორისო კონფერენცია ბლოკჩეინისა და Web3-ის სივრცის წარმომადგენლებს პარიზში, ისტორიულ ლუვრში უმასპინძლებს. ღონისძიება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: NFT, Web3 და მეტავერსი, დეცენტრალიზებული ფინანსები და სხვა.
კვირეულის განმავლობაში სხვა დამატებითი შეხვედრებიც გაიმართება, რომელთაც ყველაზე გამორჩეული ბლოკჩეინ ბრენდები ჩაატარებენ. დიდი მოთხოვნის შედეგად, ღონისძიებაზე ჰაკათონიც აღდგება, ახალი დავალებებით და ჯილდოებით.
ინდუსტრიის წამყვანი სახეები შეთანხმდნენ, რომ კვირეულზე ბლოკჩეინთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხს განიხილავენ.
The Sandbox-ის თანადამფუძნებლის, სებასტიან ბორჟეს განცხადებით, პარიზის ბლოქჩეინის კვირეულს სამასზე მეტი სპიკერი, 60 სპონსორი და მედიის უამრავი წარმომადგენელი ეყოლება.
აღსანიშნავია, რომ მასშტაბური ევროპული კვირეული უკვე მეოთხედ ტარდება.


სპიკერების სიისა და ღონისძიებაზე დამატებითი ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ პარიზის ბლოქჩეინის კვირეულის ოფიციალურ ვებ გვერდს ესტუმროთ: https://www.parisblockchainweek.com/

წინა სტატიათიბისი კონცეპტის სივრცეში AWS კომუნის შეკრება გაიმართება
შემდეგი სტატიაHell-0-win – თბილისში Startup Pitch Night გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი