მსოფლიოს წამყვანმა გლობალური გადახდების ტექნოლოგიურმა კომპანია Visa-მ, ახალი შეუცვლელი ტოკენი (NFT) გამუშვა სახელწოდებით, “Visa Masters of Movement”. NFT ნამუშევრები FIFA 2022 მსოფლიო ჩემპიონატზე, ფეხბურთის გულშემატკივრების მოსაზიდად შეიქმნა, რომელიც კატარში 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.
Visa 2007 წლიდან ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ოფიციალური გადახდის პარტნიორია.
Visa Masters of Movement მოიცავს უნიკალურ ციფრულ ნამუშევრებს, ავატარებს და სხვა კოლექციურ ნივთებს FIFA-ს მსოფლიო თასიდან და FIFA-ს ქალთა მსოფლიო თასიდან.


NFT-ები შთაგონებულია ფეხბურთის ხუთი პოპულარული ვარსკვლავის – ჯარედ ბორჯეტის, ტიმ კეჰილის, კარლი ლოიდის, მაიკლ ოუენისა და მაქსი როდრიგესის მიერ გატანილი საკულტო გოლებით და დაბეჭდილია NFT-ებში მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებისთვის.

ციფრული ხელოვნების ნიმუშები ხელმისაწვდომია Visa CryptoCom კრიპტო ბირჟის პარტნიორ პლატფორმაზე. აუქციონში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ გულშემატკივრებს განაცხადის გაკეთება 8 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ. კოლექციის ოფიციალური წარდგენა ნოემბრის ბოლოს გაიმართება FIFA Fan Fest-ზე, დოჰაში, კატარში, 19 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით.
Visa Masters of Movement გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს მათი საყვარელი საფეხბურთო მომენტებით შთაგონებული საკუთარი NFT-ები შექმნან. ციფრული ხელოვნების ნიმუშები საჩუქრებისა და სუვენირების სახითაც იქნება.


წინა სტატიაMoto Watch 200 ახალი ჭკვიანი საათის სურათი ინტერნეტში გავრცელდა
შემდეგი სტატიაStartup Pitch Night ღონისძიებაზე Hell-0-W!N გამარჯვებული გამოვლინდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი