თბილისში Impacta Lab-ის და Terminal-ის ორგანიზებით Startup Pitch Night – Hell<0>W!N-ი ჩატარდა. ღონისძიებაზე ჟიურიმ ერთი გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა.
გამარჯვებული კომპანია Ensofy-ი გახდა. მისი თანადამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ლეჟავა 2023 წლის თებერვალში, თბილისში, მთავარი რეგიონალური პიჩინგ ღონისძიების YW2SV (Your Way 2 Silicon Valley) ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე ორგანიზატორებისგან და სპონსორებისგან სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდა.
YW2SV 2023 წლის თებერვალში თბილისში გაიმართება, გამარჯვებული სტარტაპი 2 თვიან მენტორინგის და აქსელერაციის პროგრამას მიიღებს. ამის გარდა, სილიკონ ველში გაემგზავრება, სადაც პოტენციურ ინვესტორებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრების შესაძლებლობა მიეცემა.

წინა სტატიამსოფლიო ჩემპიონატის წინ Visa და CryptoCom ფეხბურთის მოყვარულებისთვის NFT-ების ახალ კოლექციას გამოუშვებს
შემდეგი სტატიაბრაზილია Apple-ს 19 მილიონი დოლარით აჯარიმებს iPhone-ის დამტენის დაკარგვის გამო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი