თბილისში Startup Pitch Night გაიმართება. Hell-o-win ასე ქვია ღონისძიებას, რომელიც IMPACTA LAB & TERMINAL ორგანიზებით 29 ოქტომბერს ჩატარდება.
Startup Pitch Night სტარტაპერებს და ინდუსტრიის ექპერტებს, საინტერესო გარემოს სთავაზობს.
ღონისძიებაზე ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც რამდენიმე კაციანი ჟიური აირჩევს. გამარჯვებულს სხვადასხვა პრიზი გადაეცემა.
“ნავიგატორი” Startup Pitch Night-ის ერთ-ერთ ორგანიზატორს, Impacta Lab-ის დამფუძნებელს, სერხიო არგენტოს ესაუბრა. მისი შეფასებით, საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხრივ, მეტად პერსპექტიულია.

“ამ პირველი ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ვგეგმავთ, ვაჩვენებთ სტარტაპერების დაპირისპირებას და შეჯიბრს, თუ როგორ იბრძვიან გამარჯვებისთვის. ყველასთვის ძალიან საინტერესო პროცესი იქნება: ქართველი ინვესტორებისთვის, სტარტაპერებისთვის, კომპანიებისთვის… მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა განვითარდება. ქვეყანას განვითარების ბევრი შესაძლებლობა აქვს.
ეს არის პირველი ივენთი, სადაც ერთმანეთს შევებრძოლებით და ერთ გამარჯვებულს ავირჩევთ.”


“მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს ან იმ ადამიანებს, ვისაც სამომავლო სტარტაპ იდეა აქვთ. მსურველები ჯერ სარეგისტრაციო ფორმას ავსებენ, რის შემდეგაც მათი შერჩევა მოხდება. ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც ჩვენგან მოსაწვევს მიიღებს.
მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ჟიური და აუდიტორია დამატებით კითხვებს დაუსმევს.
ეს შესაძლებლობა სტარტაპერს კარგ შანსს აძლევს ცოდნა და გამოცდილება შეიძინოს, იმის მიუხედავად, მოიგებეს თუ არა.
გამარჯვებული მიიღებს, ორ თვიან ტრენინგ კურსს Silicon Valley-ს საორიენტაციო პროგრამაში. დავეხმარებით ვასწავლოთ როგორ გაზარდოს ფინანსები, როგორ იურთიერთოს საერთაშორისო პარტნიორებთან. დავაორგანიზებთ ყველა შეხვედრას, და დავეხმარებით ინვესტორების მოძიებაში.” – აღნიშნა სერხიო არგენტომ “ნავიგატორთან” საუბრისას.


აღსანიშნავია, რომ სილიკონის ველი თანამედროვე სამყაროს ინოვაციური ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ადგილია. ის წლების განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კორპორაციებისა და სტარტაპების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა – სწორედ აქ მოხვედრის შანსი ეძლევვა ღონისძიებაში გამარჯვებულ ადამიანს.

წინა სტატიაპარიზის ბლოკჩეინის კვირეული ლუვრს Web3-ის სასახლედ გარდაქმნის
შემდეგი სტატია“საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე” – პანელური დისკუსია გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი